გამოძალვისა და თაღლითობისთვის ინტერპოლით ძებნილი პოლონეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს
შსს-ს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პოლონეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბრალი გამოძალვის, თაღლითობისა და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის აქვს წარდგენილი.

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებული პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა. მას ბრალი პოლონეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შვიდი მუხლით აქვს წარდგენილი, მათ შორის, გამოძალვის, მუქარის, თაღლითობის, საჯარო თანამდებობის უკანონოდ დაკავებისა და სხვა პირის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენებისთვის.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…