უკრაინული მედია - რუსეთის როსტოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - მოსკოვის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დაწესდა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთში, როსტოვისა და სამარის ოლქების ნავთობობიექტებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც მოსკოვის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

რუსეთის როსტოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - მოსკოვის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დაწესდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით იერიში რუსეთის ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა, რის შემდეგაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივების ცნობით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
თავდასხმა განხორციელდა სამარის ოლქში მდებარე ნავთობის ობიექტზე, კერძოდ საწარმო-სადისპეტჩერო სადგურზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისა და ექსპორტის თვალსაზრისით.
დრონებით თავდასხმის საფრთხის ფონზე შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის აეროპორტებში. რუსეთის დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, დროებითი შეზღუდვები ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში დაწესდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…