პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ გრენლანდიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ნატო

აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ გრენლანდიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალი შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტი ადასტურებს კუნძულის სუვერენიტეტს, აშშ-ს საჰაერო სივრცესა და ტერიტორიაზე წვდომას აძლევს, აფართოებს არსებულ კოსმოსურ ბაზას და ახალი ბაზების გახსნას ითვალისწინებს. შეთანხმება ასევე მიზნად ისახავს ნატო-ს არაწევრი ქვეყნების გავლენისა და ინვესტიციების შეზღუდვას.

აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ გრენლანდიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ინტერპრესნიუსი

აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ გრენლანდიის უსაფრთხოებასთან დაკშრიებით ახალი შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმებას ნიუ-იორკში ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედრიკ ნილსენმა.

შეთანხმება ხელახლა ადასტურებს გრენლანდიის სუვერენიტეტს, რომელიც დანიის სამეფოს ნაწილია, მაგრამ აძლევს აშშ-ს ფართო წვდომას კუნძულის საჰაერო სივრცესა და ტერიტორიაზე.

შეთანხმება საშუალებას აძლევს აშშ-ს გააფართოოს კუნძულზე არსებული მისი კოსმოსური ბაზა და დამატებითი ბაზები გახსნას ნარსარსუაქსა და მესტერსვიგში. შეთანხმება ასევე, საშუალებას არ აძლევს ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს კუნძულზე ბაზები გახსნან მხარეებისგან თანხმობის გარეშე. შეთანხმება ასევე აძლიერებს ნატო-სა და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შემოსული უცხოური ინვესტიციების შემოწმებას, რაც ჩინეთისა და რუსეთის გავლენის აღკვეთას ისახავს მიზნად.

“შესანიშნავი ურთიერთობები გვექნება, უსაფრთხო ურთიერთობები, და მოუთმენლად ველით. ძალიან ბევრს ვიმუშავებთ და ერთობლივად ვიმუშავებთ, და ძალიან დიდი პატივია აქ ყოფნა,” - განაცხადა ტრამპმა.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ “სამყარო ძალიან შეიცვალა 1951 წლის შემდეგ”, როდესაც უსაფრთხოების წინა პაქტს მოეწერა ხელი და გრენლანდიის ხალხი “აღიარებს უსაფრთხოების სფეროში არსებულ გრძელვადიან საფრთხეებს, რომლებზეც თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, სწორად ისაუბრეთ”.

“ამ შეთანხმებამ ბოლო უნდა მოუღოს ნებისმიერ ეჭვს დღეს და მომავალში იმაზე თუ სად არის გრენლანდიის ერთგულება,” - განაცხადა ნილსენმა.

დანიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეთანხმება პატივს სცემს “დანიის სამეფოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლებას”.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. ალიაოპოზიციურიდანია და აშშ გრენლანდიის შესახებ შეთანხმებას დღეს გააფორმებენ
  2. რუსთავი 2სამთავრობოგრენლანდია, დანია და აშშ უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან შეთანხმებას აფორმებენ
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურინიუ იორკში ხელი მოეწერა გრენლანდიაზე შეთანხმებას
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შეერთებულმა შტატებმა, დანიამ და გრენლანდიამ არქტიკის უსაფრთხოების საკითხზე უვადო შეთანხმება გააფორმესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები