ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გრენლანდია, დანია და აშშ უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან შეთანხმებას აფორმებენ

გრენლანდია, დანია და აშშ უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან შეთანხმებას აფორმებენ. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, აშშ გრენლანდიაში ორ დიდ სამხედრო ბაზას ააშენებს. ლიდერები შეთანხმებას დადებითად აფასებენ და მას სამმხრივად მომგებიანს უწოდებენ.

გრენლანდია, დანია და აშშ უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან შეთანხმებას აფორმებენ
გრენლანდია, დანია და აშშ უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან შეთანხმებას აფორმებენრუსთავი 2

გაეროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტი ტრამპი გრენლანდიისა და დანიის ლიდერებს შეხვდა, რათა უსაფრთხოების სფეროში ისტორიული შეთანხმებისთვის მოეწერა ხელი.

ტრამპმა გარიგება დაახასიათა, როგორც "ხანგრძლივი მზადების შედეგი" და განაცხადა, რომ ის ხელმომწერ სამ მხარეს შორის "გრძელვადიან, ფანტასტიკურ ურთიერთობას" ჩაუყრის საფუძველს.

მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდია სუვერენული ტერიტორიაა, ის დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედის, რომელიც ძირითადად განაგებს მის საგარეო პოლიტიკურ საკითხებს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ გრენლანდიაში ორ დიდ სამხედრო ბაზას ააშენებს.

დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი შეთანხმება აკმაყოფილებს აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებს, რათა უცხოელმა მოწინააღმდეგეებმა კუნძულზე ფეხი ვერ მოიკიდონ, და ამავდროულად პატივს სცემს დანიისა და გრენლანდიის შიდა უფლებებს.

უსაფრთხოების შეთანხმებით კმაყოფილია გრენლანდიის პრემიერ-მინისტრიც:

"ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომელსაც 1951 წლის თავდაცვის ხელშეკრულება 2026 წელში გადმოაქვს, ჩვენ ვიყავით, ვართ და დავრჩებით ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ მეგობრად და დასავლური ალიანსის ნაწილად. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, ხოლო ჩვენი უსაფრთხოება - თქვენი... ეს არის სამმხრივად მომგებიანი შეთანხმება,"- აცხადებს გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხანგრძლივი მზადების შედეგი“
ტრამპი
„გრძელვადიან, ფანტასტიკურ ურთიერთობას“
ტრამპი
„ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომელსაც 1951 წლის თავდაცვის ხელშეკრულება 2026 წელში გადმოაქვს, ჩვენ ვიყავით, ვართ და დავრჩებით ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ მეგობრად და დასავლური ალიანსის ნაწილად. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, ხოლო ჩვენი უსაფრთხოება - თქვენი... ეს არის სამმხრივად მომგებიანი შეთანხმება,“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შეერთებულმა შტატებმა, დანიამ და გრენლანდიამ არქტიკის უსაფრთხოების საკითხზე უვადო შეთანხმება გააფორმესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები