ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საკონტიტუციოს ახალი მოსამართლე ყოფილის შვილი

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოში გოგა კიკილაშვილი გიორგი კვერენჩხილაძეს შეცვლის. გოგა კიკილაშვილის მამა, ხვიჩა კიკილაშვილი, წარსულში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. გოგა კიკილაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია.

საკონტიტუციოს ახალი მოსამართლე ყოფილის შვილი
საკონტიტუციოს ახალი მოსამართლე ყოფილის შვილირადიო თავისუფლება

გოგა კიკილაშვილი გიორგი კვერენჩხილაძეს შეცვლის, რომელსაც არაერთხელ დაუწერია განსხვავებული აზრი მის კოლეგიაში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი იყო საქარველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმე, რომელშიც ხვიჩა კიკილაშვილი „ქართული ოცნების“ პოზიციას დაეთანხმა.

საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციან პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს პარლამენტი, სამს კი უზენაესი სასამართლო.

გოგა კიკიაშვილის მამა ხვიჩა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზენაესმა სასამართლომ დანიშნა. იმის მიუხედავად, რომ თანამდებობაზე 10 წელი უნდა ემუშავა, 5 წელში პირადი განცხადებით უარი თქვა მუშაობის გაგრძელებაზე.

ხვიჩა კიკილაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის დროს, 2023 წელს მისი ვაჟი გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი - ეს უწყება ნიშნავს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს უვადოდ.

მისი არჩევა დროში დაემთხვა მამის მიერ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ სარჩელის მხარდაჭერას. მაშინ გოგა კიკილაშვილმა მის მიმართ გაჩენილ კითხვებს ასე უპასუხა:

„მსურს, გამოვეხმაურო მიმდინარე საინფორმაციო კამპანიას, რომელიც შეიცავს არასწორ მონაცემებს ჩემს შესახებ, მიზნად ისახავს ჩემს პროფესიულ და პიროვნულ დისკრედიტაციას და ადგილი აქვს მცდელობას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ჩემი არჩევა დაუკავშირდეს არა ჩემს პროფესიულ კვალიფიკაციას, არამედ ნათესაურ კავშირებს“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მსურს, გამოვეხმაურო მიმდინარე საინფორმაციო კამპანიას, რომელიც შეიცავს არასწორ მონაცემებს ჩემს შესახებ, მიზნად ისახავს ჩემს პროფესიულ და პიროვნულ დისკრედიტაციას და ადგილი აქვს მცდელობას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ჩემი არჩევა დაუკავშირდეს არა ჩემს პროფესიულ კვალიფიკაციას, არამედ ნათესაურ კავშირებს“
გოგა კიკილაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.