ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

Reuters - აშშ გრენლანდიაზე ორი სამხედრო ბაზის გახსნას გეგმავს

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ გრენლანდიაზე ორი სამხედრო ბაზის გახსნას გეგმავს: ერთი მათგანი ნარსარსუაკში ძველი ბაზის აღდგენაა, მეორე კი - მესტერსიგში ახალი ბაზის გახსნა.

Reuters - აშშ გრენლანდიაზე ორი სამხედრო ბაზის გახსნას გეგმავს
Reuters - აშშ გრენლანდიაზე ორი სამხედრო ბაზის გახსნას გეგმავსინტერპრესნიუსი

აშშ გრენლანდიაზე ორი სამხედრო ბაზის გახსნას გეგმავს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ გრენლანდიის სამხრეთში ცივი ომის პერიოდის სამხედრო ბაზის აღდგენას და აღმოსავლეთ ნაწილში ახალი ბაზის გახსნას გეგმავს.

აშშ სამხედრო ბაზას ნარსარსუაკში აღადგენს, რომელიც 1950-იან წლებში დაიხურა, ხოლო ახალ ბაზას მესტერსიგში გახსნის, სადაც ამჟამად დანიის მარხილის ძაღლების საპატრულო საგუშაგოა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხზე დანიასთან შეთანხმებას მიაღწია.

მოსალოდნელია, რომ მხარეები შეთანხმებას დღეს ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გააფორმებენ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.