ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო „ნოროვირუსის“ ფაქტების გამოვლენის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ბაღებში ამოქმედებულია რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, გამკაცრდა სანიტარულ-ჰიგიენური კონტროლი და შეიცვალა კვების რაციონი.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდაფორმულა

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო "ნოროვირუსის" ფაქტების გამოვლენის შემდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სააგენტო განმარტავს, „ნოროვირუსის“ ფაქტების გამოვლენის შემდეგ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ამოქმედებულია რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი, რაც ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს.

„თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. პარალელურად, გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მისი კონტროლი. ხდება ზედაპირების დასუფთავება და სივრცეების დეზინფექცია ორ საათში ერთხელ და ტერიტორიის დეზინფექცია ყოველი სააღმზრდელო დღის ბოლოს. ასევე, გარკვეული ცვლილებები შევიდა, როგორც კვების რაციონში, ისე სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარის მოხმარების კუთხით.

შეგახსენებთ, ეს არის დროებითი ღონისძიება, რომლის დასრულებისთანავე, ბავშვები დაუბრუნდებიან ჩვეულ სააღმზრდელო პროცესს”, - აღნიშნავენ სააგენტოში.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.