ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების შემოწმებას აგრძელებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ნოროვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო კომპლექსურ მოკვლევასა და ინსპექტირებას აგრძელებს. შემოწმებულია 70 ობიექტი, მათ შორის 48 საჯარო ბაგა-ბაღი, საწარმოები და საწყობები, ლაბორატორიული კვლევისთვის კი 502 ნიმუშია აღებული.

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების შემოწმებას აგრძელებს
სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების შემოწმებას აგრძელებსრუსთავი 2

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო კომპლექსურ მოკვლევას აგრძელებს.

"სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები შემოწმებას ახორციელებენ როგორც საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკებში, ასევე სურსათის მწარმოებელ და მიმწოდებელ ბიზნესოპერატორებთან. ამ დროისთვის შემოწმებულია 70 ობიექტი, მათ შორის ქალაქ თბილისის 48 საჯარო ბაგა-ბაღი, ხორცის საწარმო და რძის პროდუქტების საწყობი.

ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 502 ნიმუში. ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა. დანარჩენ ნიმუშებში კვლევა გრძელდება. კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი: "იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირებისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები