პროკურატურამ გაუპატიურების, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების, საიდუმლოს ხელყოფის იძულების და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული მუქარისა და იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
პროკურატურამ 66 წლის კაცს 19 წლის გოგოს გაუპატიურების, ინტიმური ჩანაწერების გავრცელების მუქარით სექსუალური კავშირის იძულებისა და არასრულწლოვნის დაშანტაჟების ფაქტებზე ბრალი წარუდგინა. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ მძიმე დანაშაულებისთვის - გაუპატიურების, იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა-გავრცელებისა და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული მუქარისთვის 66 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინა.
"საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, იძულების და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული მუქარისა და იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 66 წლის ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა. შემდგომში, სექსუალურ კავშირს კვლავ იძულებით ამყარებდა და მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის შემცველ პირადი ცხოვრების საიდუმლოს, რომელთა გავრცელების მუქარითაც ურთიერთობის გაგრძელებას სთხოვდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ბრალდებულმა დაზარალებულის არასრულწლოვან ძმას აჩვენა და დასთან დაკავშირება, ამ უკანასკნელთან შეხვედრის მიზნით აიძულა. ასევე, დაზარალებულის არასრულწლოვან ძმას სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება), 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება), 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (იძულება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (მუქარა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა," - ნათქვამია განცხადებაში.
ციტატები სტატიიდან
„ქვეპუნქტით (მუქარა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.