პოლიტიკა · 27 ნოემბერი, 12:46
საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა გაათავისუფლეს – თურქული მედია
თურქული მედიის ცნობით, საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა საელჩოს ჩართულობით გაათავისუფლეს, ხოლო დაშავებული ორი მოქალაქე საავადმყოფოდან გაწერეს.

თურქული მედიის ცნობით, საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა გაათავისუფლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეების გათავისუფლება საქართველოში თურქეთის საელჩოს ჩართულობითა და ძალისხმევით მოხდა.
ამასთან, დაშავებული და კლინიკაში გადაყვანილი თურქეთის ორი მოქალაქე საავადმყოფოდან გაწერეს. პროცესს ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ზედამხედველობდნენ.
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…