ირაკლი ფავლენიშვილი – თვითონ კობახიძე, პაპუაშვილი და სხვები თანამშრომლობდნენ USAID-თან, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდნენ, ამიტომ ტრაგიკომიკურია მათი დღევანდელი შეფასებები
ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ კობახიძე და პაპუაშვილი პოლიტიკაში მოსვლამდე თავად თანამშრომლობდნენ USAID-თან, ამიტომ მათი დღევანდელი შეფასებები ტრაგიკომიკურია.

თვითონ კობახიძე, პაპუაშვილი და სხვები თანამშრომლობდნენ USAID-თან, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდნენ, ამიტომ განსაკუთრებით ტრაგიკომიკურია მათი დღევანდელი შეფასებები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, USAID საქართველოში დაკავებული იყო არა პოლიტიკური საქმიანობით, არამედ საგანმანათლებლო, ენერგეტიკული და სხვადასხვა ტიპის პროგრამით, რომლებიც, ზოგადად, კარგად აისახებოდა ქვეყნის მდგომარეობაზე.
„ამას ამბობდა არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ ხელისუფლებაც წლების მანძილზე. თვითონ კობახიძე, პაპუაშვილი და სხვები თანამშრომლობდნენ USAID-თან, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდნენ. ამიტომაც, განსაკუთრებით ტრაგიკომიკურია მათი დღევანდელი შეფასებები და განცხადებები. ერთი პრობლემაა – ამერიკის შიგნით ახლა ფიქრობენ, როგორ უნდა დახარჯონ ამერიკელი მოქალაქეების გადახდილი გადასახადები უფრო რაციონალურად და სწორად. მეორეა, როდესაც საქართველოში ეს ხალხი კარგ პროექტებს ახორციელებდა და თურმე ახლა პოლიტიკაში საერთოდ არ იყო ეს ხალხი ჩართული.
საქართველოსთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ვინმეს ედგნენ გვერდით, ედგნენ ივანიშვილის „ოცნებას“. ეს ყველამ იცის, შეიძლება, თქვენც იცით, მაგრამ მალავთ. რა თქმა უნდა, ყველას გვახსოვს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს ედგნენ გვერდით, გვახსოვს ჯორჯ სოროსი, რომელიც ეხუტებოდა ივანიშვილს, ამიტომ, თუ არასამთავრობოებზე საუბრობენ, მაშინ საკუთარ თავთან დაკავშირებითაც უნდა ისაუბრონ ხო? რასთან ჰქონდათ საქმე“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, თეთრმა სახლმა გაასაჯაროა USAID-ის შიდა დოკუმენტები, სადაც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…