პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თბილისის 169-ე საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

განათლების სამინისტროსაქართველოს პარლამენტი

თბილისის 169-ე საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც განათლების მინისტრი გივი მიქანაძე დაესწრო.

თბილისის 169-ე საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
რუსთავი 2

თბილისის N169 საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა, მოწვეულ სტუმრებთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად, საკლასო ოთახები, STEM აუდიტორია დაათვალიერა და საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე მოსწავლეთა ლიტერატურულ ნამუშევრებსა და ნახატებს გაეცნო. გივი მიქანაძე, ასევე, დაესწრო მოსწავლეთა მონაწილეობით გამართულ თეატრალურ წარმოდგენას.

ღონისძიება სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის წევრების, მოსწავლეებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, საქართველოს პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი, სასულიერო პირები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს პარლამენტმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს უმასპინძლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები