შალვა პაპუაშვილი არმაზ ახვლედიანის მიერ ორგანიზებული სემინარის შესახებ: „ევროსაბჭოს წარმომადგენლობას პასუხი
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა არმაზ ახვლედიანის მიერ ორგანიზებული სემინარი პოლიტიკურ პროექტად შეაფასა და განაცხადა, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენლობამ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს პროექტის დაფინანსებისა და მთავრობის თანხმობის შესახებ.

„ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური შინაარსი მქონე პროექტი და სემინარი. სხვათა შორის, წლების წინ, დაახლოებით 20 წლის წინ, მეც გახლდით ასეთ სემინარებზე და ეს არის პოლიტიკური პროექტი. ამიტომ დაისვა კითხვა – ვინ აფინანსებს და, როგორც ჩანს, აფინანსებს ევროსაბჭო, და თუ აფინანსებს, მაშინ უნდა ჰქონდეს მთავრობის თანხმობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა არმაზ ახვლედიანის მიერ ორგანიზებულ სემინართან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
„ამ პროექტს ხელმძღვანელობს რამაზ ახვლედიანი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის სიით იყო შემოსული. აფინანსებენ რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკურ პროექტს იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანებს ტვინი გამოურეცხონ თავიანთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით. “ნაციონალური მოძრაობა” ანტიკონსტიტუციური პარტიაა, რომელმაც რამდენჯერმე სცადა ხელისუფლების ანტიდემოკრატიული მეთოდებით ხელში ჩაგდება და როდესაც ასეთ პოლიტიკოსს უფინანსებ პოლიტიკურ პროექტს, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დაფინანსება. ასე რომ, ახლა უნდა გაირკვეს, ჰქონდა თუ არა თანხმობა. არის, ალბათ, ორი შესაძლო ვარიანტი: გრანტი მიეცა ახვლედიანის ორგანიზაციას, რომელსაც თანხმობა სჭირდებოდა, არ აქვს თანხმობა და ეს არის კანონდარღვევა, და მეორე: საინტერესო იქნება, თუკი ეს იქნება კანონის გვერდის ავლის რაიმე სქემა, იმისთვის, რომ გვერდი აუარონ სანქციებს და ესეც იქნება კანონდარღვევა. ასე რომ, ევროსაბჭოს წარმომადგენლობას ახლა პასუხი აქვს გასაცემი ამ ძალიან მძიმე ბრალდებაზე, რომ არსებობს ეჭვი, რომ ქართველი ხალხისა და მათი კანონების გვერდის ავლით ხდება პოლიტიკური პროექტის დაფინანსება.
2007 წელს გახლდით ამ პროექტის ღონისძიებაზე, როდესაც 7 ნოემბერი მოხდა. 7 ნოემბრის შემდეგ, ის ექსპერტები, რომელიც ბატონ არმაზს ჰყავდა მოყვანილი, როგორ იცავდნენ “ნაციონალურ მოძრაობას” და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას და მე იქ რას ვეუბნებოდი, ეს ყველას ძალიან კარგად ახსოვს. მაშინაც ეს იყო იდეოლოგიური, მაშინ მშვენივრად ჩანდა ე.წ. მომხსენებლების პოზიციები 7 ნოემბერთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური პროექტი, რომლის დაფინანსებისთვისაც თანხმობა არის საჭირო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიშალვა პაპუაშვილი არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ სემინარზე: ევროსაბჭოს წარმომადგენლობას პასუხი აქვს გასაცემი ძალიან მძიმე ბრალდებაზე - არსებობს ეჭვი, რომ ქართველი ხალხის და მათი კანონების გვერდის ავლით ხდება პოლიტიკური პროექტის დაფინანსება
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – არსებობს ეჭვი, რომ ქართველი ხალხის და მათი კანონების გვერდის ავლით ხდება პოლიტიკური პროექტის დაფინანსება, ევროსაბჭოს წარმომადგენლობას პასუხი აქვს გასაცემი მძიმე ბრალდებაზე
- TV პირველიპაპუაშვილი ამტკიცებს, რომ არმაზ ახვლედიანის სკოლაში ადამიანებს "ტვინს ურეცხავენ"
ციტატები სტატიიდან
„ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური შინაარსი მქონე პროექტი და სემინარი. სხვათა შორის, წლების წინ, დაახლოებით 20 წლის წინ, მეც გახლდით ასეთ სემინარებზე და ეს არის პოლიტიკური პროექტი. ამიტომ დაისვა კითხვა – ვინ აფინანსებს და, როგორც ჩანს, აფინანსებს ევროსაბჭო, და თუ აფინანსებს, მაშინ უნდა ჰქონდეს მთავრობის თანხმობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…