“საქართველოში 30 ათასი ახალგაზრდა მონაწილეობს ადამიანების ძარცვასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში” – გივი თარგამაძე
გივი თარგამაძე აცხადებს, რომ საქართველოში თაღლითურ ქოლცენტრებში 30 ათასი ახალგაზრდაა დასაქმებული, ხელისუფლება კი ამ დამღუპველი კონგლომერატების სათავეში დგას.

პოლიტიკისი, გივი თარგამაძე
კვლევების თანახმად საქართველოში თაღლითურ ქოლცენტრებში დასაქმებულია 30 ათასი ახალგაზრდა. ისინი მონაწილეობენ ადამიანების ძარცვასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში;
სოცქსელებში ღია წყაროებში განთავსებული ვიდეოებიდანაც ჩანს, რომ მხოლოდ ერთ, ე.წ. “კაპონე”-ს ნარკოტიკების გამავრცელებელ ქსელში კურიერებად დასაქმებულია უამრავი ახალგაზრდა. ისინი მონაწილეობენ საქმიანობაში, რომლის შედეგიც ხშირად ადამიანის სიკვდილია;
ეს ახალგაზრდები თავად არიან სისტემის მძევლები და სიცოცხლის საფრთხის წინაშე დგანან, რაზეც, სავარაუდოდ, მეტყველებს უგზოუკვლოდ დაკარგულთა გასაიდუმლოებული, უზარმაზარი – 500 კაციანი ბაზა;
ახალგაზრდები მონაწილეობენ ქუჩის დაჯგუფებებში, რომლებიც ძალადობენ სხვებზე და საქმეებს არჩევენ ერთმანეთში. ორივე ტიპის მოქმედება ხშირად მთავრდება სიკვდილით;
ხელისუფლება არა მხოლოდ იცილებს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, თავადაა ამ დამღუპველი კონგლომერატების სათავეში.
ახალგაზრდების სიცოცხლისთვის გამოვიდეთ ქუჩაში 28 ნოემბერს!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…