პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

“დღეს ციხეში ბოლოჯერ შევხვდი ანდრო ჭიჭინაძეს” – თორნიკე მიგინეიშვილი

ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, ანდრო ჭიჭინაძე გლდანის ციხეს 4 დეკემბერს დატოვებს. მიგინეიშვილი აღნიშნავს, რომ მის ინტერესებს დაიცავს მანამ, სანამ სასამართლო პატიმრობის უკანონობას არ დაადგენს.

“დღეს ციხეში ბოლოჯერ შევხვდი ანდრო ჭიჭინაძეს” – თორნიკე მიგინეიშვილი
ალია

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი:

დღეს ციხეში ბოლოჯერ შევხვდი ანდრო ჭიჭინაძეს.

ალბათ, განვლილ პერიოდზე საუბარს ვერასდროს ამოვწურავთ.

ყოველი დღე ერთნაირად რთული და მნიშვნელოვანი იყო.

ანდრო 4 დეკემბერს, დილის საათებში, დატოვებს გლდანის ციხეს.

ამაყი, იმაზე ძლიერი და მტკიცე, ვიდრე 2024 წლის დეკემბერში იყო.

ადამიანი, რომელიც როგორც ციხეში, ისე მის გარეთ, ყველას პატივისცემას იმსახურებს.

ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა ეს.

ბევრი გეგმა აქვს ციხიდან გამოსულზე.

კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს და თავის ქვეყანას მსოფლიოს გააცნობს.

აუცილებლად განახორციელებს თავის დიდ პროექტს („Seven Summits: A Journey of Transformation“), რომელზეც ციხეშიც არ შეუწყვეტია მუშაობა.

მე კი კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – ვამაყობ, რომ ანდრო ჭიჭინაძის ინტერესებს ვიცავდი.

მართალი და ღირსეული ადამიანის ინტერესებს.

მის ინტერესებს ისე ვიცავდი, როგორც საკუთარს, და ყოველდღე ვფიქრობდი, რომ მის ადგილას შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი ჩვენგანი, მათ შორის მეც.

მისი ინტერესების დაცვას გავაგრძელებ მანამ, ვიდრე ობიექტური და მიუკერძოებელი სასამართლო არ დაადგენს მის წინააღმდეგ წარმოებული საქმის აბსურდულობასა და ანდროს პატიმრობის უკანონობას.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ანატოლი გიგაურმა გლდანის ციხე დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები