Rapporteur - აშშ-მა მოულოდნელად გადადო ევროპაში თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გადახედვა
გამოცემა Rapporteur-ის ცნობით, აშშ-მა ევროპაში საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობის გადახედვის შედეგების გამოცხადება მოულოდნელად შემდეგი წლისთვის გადადო.

აშშ-მა მოულოდნელად გადადო ევროპაში თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გადახედვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Rapporteur ნატოს დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, ნატოს დიპლომატების თქმით, აშშ-მა შემდეგი წლისთვის გადადო ევროპაში თავისი სამხედრო წარმომადგენლობის - როგორც კონტინგენტის, ასევე სამხედრო რესურსების - გადახედვის შედეგების გამოცხადება, რომელიც დეკემბრის ბოლომდე იგეგმებოდა.
აღინიშნება, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის მიერ ივნისში დაწყებული გადახედვა ექვს თვეს უნდა გაგრძელებულიყო და ითვალისწინებდა აშშ-ის ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობისა და დახმარების მოცულობების შემცირებას, რომლის გაწევაც ვაშინგტონს შეუძლია ნატოს მოკავშირეებისთვის კრიზისულ ვითარებებში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის უცნობია თუ რატომ გადაიდო შემდეგი წლისთვის გადახედვის შედეგების გამოცხადება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…