გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გუდაურში, დუშეთის, მცხეთისა და სხვა მიმდებარე სოფლებში, ასევე მცხეთისა და თბილისის ზოგიერთ დასახლებაში.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 სექტემბერს 10:20-დან 19:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს გუდაურში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქუმლისციხე, ქვეშეთი, სეთურნი, გომეწარი, მაღაროსკარი. 12:00-დან 13:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში თვალივი, ზემო ხორხი, შარახევი, გუდრუხი, ხილიანა და მიმდებარე სოფლებში.
მათივე ცნობით, 11:00-დან 18:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს ქალაქ მცხეთაში სამხედროს, გოგებაშვილის, გურამიშვილის, სააკაძის, აღმაშენებლის, ღართიკარის და მიმდებარე ქუჩებზე. 12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯიღაურა, საგურამო, გალავანი, ბიწმენდი, ნავდარაანთკარი, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში. 13:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ახალი ნიჩბისი, ქვემო და ზემო ნიჩბისი, სასხორი, ძეგვი. 16:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ახალსოფელი, არაშენდა, წილკანი, ახალუბანი, კოტორაანთკარი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ გლდანში კულა გლდანელის, სააკაძის ქუჩებზე, ნასერალის ქედის ტერიტორიაზე. 11:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ჭელიძის, ფატმანის, ცამეტი ასურელი მამის, დოლიძის, ჯანიაშვილის, როსტევანის და მიმდებარე ქუჩებზე. 12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ნაფეტვრები, ლისი, მსხალდიდი, მუხათწყარო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…