გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს დუშეთის, თბილისისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვისპირი, ბოდორნა, ჟინვალი, ბიჩნიგაურები და მიმდებარე სოფლებში; 13:42-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიღომში მურან მჭავარიანის, გიორგი ბრწყინვალეს, დიდგორის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნავდარაანთკარი, ბურიანი, გალავანი, საგურამო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.