პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"მთლიანად მოხდა გამზირის რეაბილიტაცია" - რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 ნოემბერს დასრულდება

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 ნოემბერს დასრულდება და სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

"მთლიანად მოხდა გამზირის რეაბილიტაცია" - რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 ნოემბერს დასრულდება
რუსთავი 2

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 ნოემბერს დასრულდება, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, იგება ასფალტის საფარის ზედა ფენები და ეწყობა ტროტუარები. ასევე, დასრულებულია გარე განათების ლამპიონების მონტაჟი, მოწყობილია საფეხმავლო კუნძულები და გზაგამყოფები. უახლოეს პერიოდში დამონტაჟდება შუქნიშნებიც.

დედაქალაქის მერის თქმით, დასკვნით ეტაპზეა მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციაც. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები.

"მთლიანად მოხდა გამზირის რეაბილიტაცია. პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს იყო მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურის მთლიანი გამოცვლა, მოწესრიგება, იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. შესაბამისად, დღეს უკვე მიმდინარეობს მოასფალტება მთლიანად გამზირის. სამუშაოები მიმდინარეობს ტროტუარებზე, ხდება ფილებით მოპირკეთება, გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს პარალელურად. თვის ბოლოსთვის მთლიანად პროექტი იქნება დამთავრებული. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გამზირის მოწესრიგება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოთბილისის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია ფინალურ ეტაპზეა - რუსთაველზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს დღეებში შეცვლილი წესებით აღდგება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას ჩვენი ამოცანა იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები