თელარა გელანტია: ხანდახან მგონია, რომ კორუფციაში/სიმდიდრეში ჩამხრჩვალმა ხელისუფლებამ მართლა დაიჯერა, რომ ხალხიც გამდიდრდა ამ ქვეყანაში
თელარა გელანტია: ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტზე საფასური დაწესდა ტონაზე 3 000 ლარის ოდენობით - #სიურპრიზი ბიზნესს და მოქალაქეებს. ხანდახან მგონია, რომ კორუფციაში/სიმდიდრეში ჩამხრჩვალმა ხელისუფლებამ მართლა დაიჯერა, რომ ხალხიც გამდიდრდა ამ ქვეყანაში და უმრავლესობის ხელფასი მინიმუმ 3000 ლარიდან იწყება და ხან ვის გვბეგრავენ და ხან - ვის.... ამჯერად, თხლად ჩაცმისკენ გვიბიძგებენ

ჟურნალისტი თელარა გელანტია:
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტზე საფასური დაწესდა ტონაზე 3 000 ლარის ოდენობით - #სიურპრიზი ბიზნესს და მოქალაქეებს
ხანდახან მგონია, რომ კორუფციაში/სიმდიდრეში ჩამხრჩვალმა ხელისუფლებამ მართლა დაიჯერა, რომ ხალხიც გამდიდრდა ამ ქვეყანაში და უმრავლესობის ხელფასი მინიმუმ 3000 ლარიდან იწყება და ხან ვის გვბეგრავენ და ხან - ვის.... ამჯერად, თხლად ჩაცმისკენ გვიბიძგებენ
#ბიზნესისხმა - #განცხადება კომენტარში
"ახალი საფასური დამატებით ფინანსურ ტვირთად
დააწვება როგორც ბაზრობებზე, ისე სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილ კომპანიებს. REA აღნიშნავს, რომ ევროპული ბრენდების მნიშვნელოვანი ნაწილიც აზიის ქვეყნებსა და თურქეთში იწარმოება და ევროკავშირში წარმოშობის დამადასტურებელი EUR.1 სერტიფიკატი არ გააჩნია.
ადგილობრივი სავაჭრო ობიექტები იხდიან იჯარას, ხელფასებსა და გადასახადებს საქართველოს ბიუჯეტში. მომსახურების საფასურის ახალი ტარიფი კი მომხმარებელს კიდევ უფრო უბიძგებს, თანხა უცხოურ სავაჭრო პლატფორმებზე დახარჯოს, რაც კიდევ უფრო წაახალისებს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…