პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: „ჩვენი ინტერესი იყო, რომ „ისკანდერის“ ნამსხვრევები ყოფილიყო აქ, რათა დაგვემტკიცებინა რუსეთის დანაშაულები. ამერიკის ინტერესი იყო, რომ წაეღო და შეესწავლა რუსული ტექნოლოგიები. რომელი ინტერესი აირჩია სააკაშვილმა? – აშშ-ის ინტერესი“

ქართული ოცნება

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა საქართველოს ინტერესების ნაცვლად აშშ-ის ინტერესი აირჩია და „ისკანდერის“ ფრაგმენტები ამერიკას გადასცა, რითაც საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის დანაშაულების დამტკიცების საქმე საფრთხეში ჩააგდო.

შალვა პაპუაშვილი: „ჩვენი ინტერესი იყო, რომ „ისკანდერის“ ნამსხვრევები ყოფილიყო აქ, რათა დაგვემტკიცებინა რუსეთის დანაშაულები. ამერიკის ინტერესი იყო, რომ წაეღო და შეესწავლა რუსული ტექნოლოგიები. რომელი ინტერესი აირჩია სააკაშვილმა? – აშშ-ის ინტერესი“
POSTV

„არაფერი არ არის დასამალი – აშშ-ს გადასცეს “ისკანდერის” ფრაგმენტები. აშშ-ის მაშინდელ ადმინისტრაციას ჰქონდა ინტერესი, რომ შეესწავლა რუსული სამხედრო ტექნოლოგია. ჩვენი ინტერესი იყო, რომ “ისკანდერის’ ნამსხვრევები ყოფილიყო აქ, რათა დაგვემტკიცებინა რუსეთის დანაშაულები. ამერიკის ინტერესები იყო, რომ წაეღო და შეესწავლა რუსული ტექნოლოგიები და თავისი დასკვნები გამოეტანა. რომელი ინტერესი აირჩია სააკაშვილმა? – აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაციის ინტერესი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა ეს საქმე უიმედო მდგომარეობაში დახვდა. როგორც ჰააგაში, ისე სტრასბურგში, ფაქტობრივად, წაგებისთვის განწირული საქმეები იყო. რომ ვამბობდით, – გამოიყენეს კასეტური ბომბები, გამოიყენეს “ისკანდერი” – აბა, სად არის “იკსანდერიო”, – იკითხეს რუსებმა სტრასბურგში. მაშინ დაიწყო მთავრობამ მოძიება, თუ სად იყო. ჩვენ წავაგებდით სტრასბურგსაც და ჰააგასაც – ისე, როგორც წავაგეთ, ფაქტობრივად, გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში გვარამიას მინისტრობის დროს არაკვალიფიციურად შედგენილი სარჩელის გამო. გვარამიას და მისი ხელისუფლების უცოდინრობა დაგვიჯდა იმად, რომ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში შანსი დავკარგეთ, რათა პროცესი გვეწარმოებინა. იქაც, რა თქმა უნდა, მოვიგებდით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიპაპუაშვილი: ისკანდერის ფრაგმენტები სააკაშვილმა გადასცა აშშ-ს, რათა შეესწავლათ
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: "ისკანდერი" დიდხანს ჰქონდათ გადამალული, როგორც მტკიცებულება, ძლივს ვიპოვეთ, წარვადგინეთ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, ეს დაგვეხმარა პროცესის მოგებაში. როდესაც ამ ფონზე კიდევ იმეორებს სამარცხვინო ტყუილს სააკაშვილი, ეს ყველაფერზე მეტყველებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები