პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პაპუაშვილი: ისკანდერის ფრაგმენტები სააკაშვილმა გადასცა აშშ-ს, რათა შეესწავლათ

ქართული ოცნება

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა „ისკანდერის“ ფრაგმენტები აშშ-ს გადასცა, რითაც საქართველოს ინტერესებზე არ იზრუნა და საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ ნივთმტკიცება არ დატოვა.

პაპუაშვილი: ისკანდერის ფრაგმენტები სააკაშვილმა გადასცა აშშ-ს, რათა შეესწავლათ
TV პირველი

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ისკანდერის ფრაგმენტები მიხიელ სააკაშვილმა გადასცა აშშ-ს, რათა შეესწავლათ.

მისი თქმით, ამით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საქართველოს ინტერესზე არ იზრუნა, რათა ნივთმტკიცება ჰქონოდათ და ევროპულ სასამართლოებში დაემტკიცებინათ, რუსეთის მხრიდან ისკანდერით თავდასხმა.

აშშ-ს გადასცეს ისკანდერის ფრაგმენტები, რა თქმა უნდა, აშშ-ის ადმინისტრაციას ჰქონდა მაშინ ინტერესი, რომ შეესწავლა რუსული სამხედრო ტექნოლოგია და რა გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა, იზრუნა არა ჩვენ ინტერესზე, რომ ნივთმტკიცება გვქონოდა, ჩვენი ინტერესი იყო, რომ ისკანდერის ნასხვრევები ყოფილიყო აქ, რომ დაგვემტკიცებინა, რუსეთის დანაშაული, აშშ-ის ინტერესი იყო, წაეღო და შეესწავლა რუსული ტექნოლოგია, და აქედან გამომდინარე, თავისთვის დასკვნები გამოეტანა. რომელი ინტერესი აირჩია სააკაშვილმა - აშშ-ს მაშინდელი ადმინისტრაციის ინტერესი, ესაა მთელი ეს ისტორია. როდესაც “ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა ეს საქმე უიმედო მდგომარეობაში დახვდა, როგორც ჰააგაში ისე სტრასბურგში, ეს ფაქტობრივად წაგებისთვის განწირული საქმეები იყო, არ ჰყავდათ დაკითხული მსხვერპლები, საქმე საქმეხზე რომ მიდგა, ვამბობდით, რომ გამოიყენეს კასეტური ბომბები, სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ ისკანდერი, აბა ისკანდერი სადააო, იკითხეს რუსებმა სტრასბურგში, ეგ ყველაფერი ფოტომონტაჟიაო. მაშინ დაიწყო მთავრობამ სად იყო და ასე გაკითხვა, გაკითხვით, გაირკვა რომ თავის დროზე ასე გადაეცა, მადლობა აშშ-ს ადმინისტარცია, რომ მას შემდეგ რაც მიმართეს ხელისუფლებამ, ეს ფრაგმენტები გადმოგვცეს, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: „ჩვენი ინტერესი იყო, რომ „ისკანდერის“ ნამსხვრევები ყოფილიყო აქ, რათა დაგვემტკიცებინა რუსეთის დანაშაულები. ამერიკის ინტერესი იყო, რომ წაეღო და შეესწავლა რუსული ტექნოლოგიები. რომელი ინტერესი აირჩია სააკაშვილმა? – აშშ-ის ინტერესი“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: "ისკანდერი" დიდხანს ჰქონდათ გადამალული, როგორც მტკიცებულება, ძლივს ვიპოვეთ, წარვადგინეთ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, ეს დაგვეხმარა პროცესის მოგებაში. როდესაც ამ ფონზე კიდევ იმეორებს სამარცხვინო ტყუილს სააკაშვილი, ეს ყველაფერზე მეტყველებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები