,, ვისაც სიმართლე აინტერესებს” – რას წერს სააკაშვილი?
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური პროცესის მთავარი მსაჯი ივანიშვილია, რომელიც ოპონენტებს აძევებს, და დასძენს, რომ რუსეთს „ისკანდერები“ 2008 წელს არ ჰქონია.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,რა მაგარი პოლიტიკა დამკვიდრდა, პოლიტიკური პროცესის მთავარი მსაჯი არის ივანიშვილი. როგორც კი ოპონენტებიდან ვინმე კარგად უტევს, უსტვენს და აძევებს, თუ დავის გუნდიდან არ მოეწონა იმათ აძევებს რუსთავში.
ხოდა ახლა საკონსტიტუციოს თავმჯდომარეს ხატიას დანახვის შეეშინდა და ეგრევე გააძევა, მერე ზაზამ რამდენიმე გოლი გაუტანა და ეგეც გააძევა, მერე გარემარბმა გვარამიამ აკრიფა სიჩქარე და ეგრევე წითელი აჩვენა.
ისე მეგობრებო, ის “ისკანდერი”, რომელიც ჩემი დავალებით მოიპარეს, ყვარლის ვენახის მარანშია შენახული, კარგად ჩაციებული საფერავის და პინოს ბოთლებს შორის.
და ცნობისთვის მათთვის, ვისაც სიმართლე აინტერესებს, “ისკანდერები” 2008-ში რუსეთს არ ჰქონდა, 2013-ში გაუჩნდათ.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…