პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი ბალაშოვი-ფარცხალაძის კავშირის საკითხის შესახებ: „რუსეთის მიმართ ისეთი პრეტენზიები გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, ფარცხალაძესთან დაკავშირებული პრეტენზია, ალბათ, ყველაზე მინიმალურია“

ეკონომიკის სამინისტროსაქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთის მიმართ ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებული პრეტენზიების ფონზე, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული საკითხი ყველაზე მინიმალურია. მისივე თქმით, ქართული ღვინის შეზღუდვაზე ეკონომიკის სამინისტრო რუსეთთან დიალოგს აწარმოებს.

შალვა პაპუაშვილი ბალაშოვი-ფარცხალაძის კავშირის საკითხის შესახებ: „რუსეთის მიმართ ისეთი პრეტენზიები გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, ფარცხალაძესთან დაკავშირებული პრეტენზია, ალბათ, ყველაზე მინიმალურია“
POSTV

„რაც შეეხება ღვინის რამდენიმე კომპანიის შეზღუდვას, ჩვენ ვამბობდით, რომ ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობა დიალოგს აწარმოებს იმისთვის, რათა გაირკვეს, რა პრეტენზიები იყო და, თუ ეს პრეტენზიები საფუძვლიანია, აღმოიფხვრას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან, რუსეთის მიერ ღვინის რამდენიმე ქართული კომპანიის მიმართ შეზღუდვების დაწესების შესახებ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მინსკში ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრამდე თბილისში რუსულ სანქციებზე რუსეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა, იური ბალაშოვმა ილაპარაკა და მანამდე ის სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძესთან ერთად გამოჩნდა, პაპუაშვილმა უპასუხა:

„ფარცხალაძე არათუ სანქცირებულია, ის არის მსჯავრდებული ადამიანის მკვლელობის საქმეში საქართველოს მიერ. ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ ლაპარაკობს რუსეთის თუ რუსული ბიზნესის სახელით. ეს არის რუსეთის და მათი ბიზნესის გადასაწყვეტი. ასე თუ შევხედავთ, რუსეთის მიმართ ისეთი პრეტენზიები გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, ფარცხალაძესთან დაკავშირებული პრეტენზია, ალბათ, ყველაზე მინიმალურია“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ გალუზინთან შეხვედრაზე წარმოჩენილ პრობლემებზე ლაპარაკი მხოლოდ გიორგი ზურაბაშვილმა დაიწყო და მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები ამ პრობლემებზე არაფერს ამბობდნენ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა საკითხის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას აჩვენებდა.

„ჩვენ ვართ დიალოგის მომხრე. ჩვენ რა დამოკიდებულებაც გვაქვს ბრიუსელთან, ისეთივე დამოკიდებულებას ვაჩვენებთ მოსკოვს – რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის და გვაქვს მხოლოდ ერთი პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა დიალოგი ნებისმიერ ქვეყანასთან თუ ორგანიზაციასთან. ეს არის სამართლიანობა. ასე რომ, ამ განწყობით და ამ პრინციპებზე დაყრდნობით შედგა ეს პირველი შეხვედრა [ზურაბაშვილი-გალუზინის]. სამწუხაროდ, ის პრეტენზიები და წინადადებები, რომლებიც იყო წამოყენებული, გარკვეულ ეჭვებს აჩენს, რამდენად სამართლიანია მიდგომა მეორე მხრიდან და რა ქვეტექსტებია ამ წინადადებებსა და იდეებს მიღმა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაპუაშვილი რუსეთისგან ქართული ღვინის კომპანიების მიმართ პრაგმატულ და სამართლიან მიდგომას ელოდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები