პრემიერი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრის შესახებ: “მიჩვეულები ვართ, რომ ე.წ. „დიფ სთეითის“ მიერ მოსყიდული ევროპელი ბიუროკრატები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს. ამ შემთხვევაშიც ვხედავთ იმავე ტენდენციას, ხელწერა არის ზუსტად იგივე – საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და საკითხი ამოიწურება”
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, „დიფ სთეითს“ დიდი გავლენა აქვს და შესაძლოა საშუალო რგოლი მოსყიდული იყოს, რაც საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება. პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ვითარებას გაიაზრებენ.

“ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ე.წ. „დიფ სთეითის“ მიერ მოსყიდული ევროპელი ბიუროკრატები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს. ამ შემთხვევაშიც ვხედავთ იმავე ტენდენციას, ხელწერა არის ზუსტად იგივე – საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება, იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და საკითხი ამოიწურება”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
„ჩვენ მიჩვეულები ვართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იმას, რომ იქ არის ბიუროკრატია, რომელიც არის გარედან მოსყიდული, ე.წ. „დიფ სთეითის“ მიერ არის მოსყიდული და, ასეთ პირობებში, ეს ადამიანები, ევროპელი ბიუროკრატები და ზოგჯერ პოლიტიკოსები, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს.
მხოლოდ და მხოლოდ მოსყიდვის პირობებში შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს.
და კიდევ ერთი რამ, რაც ახასიათებს მათ ასეთ პირობებში, ეს არის სრულიად უარგუმენტოდ საუბარი და ქმედებების ყოველგვარი არგუმენტების გარეშე განხორციელება, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ. ამას მიჩვეულები ვართ ჩვენ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან. და შორს რომ არ წავიდეთ, ამის მაგალითი იყო, ასევე, საქართველო სააკაშვილის პირობებში – სააკაშვილის დროსაც გვახსოვს, რა ხდებოდა, მოსყიდული იყო ჩვენი ე.წ. ხელისუფლება და, ამ მოსყიდვის გამო, ისინი პირდაპირ დგამდნენ ნაბიჯებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. არგუმენტები მაშინაც არსად იყო. ამას მიჩვეული ვართ.
ამ შემთხვევაში, ვხედავთ იმავე ტენდენციას, სამწუხაროდ, ამ მოლაპარაკებებში. აქაც ძალიან მარტივია: „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი გავლენები და შეიძლება მარტივად, საშუალო რგოლი აქაც იყოს მოსყიდული. ხელწერა არის ზუსტად იგივე – საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სია პირდაპირ არის წინააღმდეგობაში რუსეთის ფედერაციის, მათ შორის, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, სრულიად აუხსნელია და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გვესაუბრებიან, ფაქტების გარეშე გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს იმას, რომ ხელწერა არის იგივე.
მე გვარებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ შუა რგოლის მოსყიდვა აბსოლუტურად რეალური შეიძლება იყოს. მე იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი ამოიწურება”, – აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…