“მინსკში ქოცებს ველური მოთხოვნები დაახვედრეს რუსებმა და თან გაუბაზრეს” – ბექა კობახიძე გიორგი ზურაბიშვილის კომენტარზე
ისტორიკოს ბექა კობახიძის მტკიცებით, მინსკში რუსებმა ხელისუფლებას „ველური მოთხოვნები“ დაახვედრეს, რასაც მინისტრის მოადგილე ზურაბიშვილის განცხადებები მოჰყვა.

ისტორიკოსი, ბექა კობახიძე:
მინისტრის მოადგილე ზურაბიშვილმა რუსეთის წინააღმდეგ რომ ისაუბრა, ეს ბევრს გაუკვირდა. ამის თაობაზე ერთი წლის წინ ვწერდი და ახალს ვერაფერს დავწერ.
მხოლოდ დავამატებ: მინსკში ქოცებს ველური მოთხოვნები დაახვედრეს რუსებმა და თან გაუბაზრეს, ასე ვექცევითო. ამის პასუხი იყო ზურაბიშვილის ინტერვიუც, საკონსტიტუციო სარჩელიდან ომის საკითხის ამოღებაც და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც. ქოცებმა მორიგ ჯერზე სცადეს რუსების გამოჯავრება.
ეს პოლიტიკაა, სადაც შალვა პაპუაშვილის ცირკაჩობას არავინ ჭამს.
,, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება” – ზურაბაშვილი გალუზინთან შეხვედრის დეტალებზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…