პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთმა არც კი დაუშვა, რომ პირველ შეხვედრაზე რაღაც „ძვალი“ გადმოეგდო, გიორგი ზურაბაშვილმა კი მიიღო „ცივი შხაპი“! ზურაბაშვილი ან გაათავისუფლონ სამინისტროდან და დაუტოვონ ერთი სტატუსი! - არავითარი მინსკი! იყოს პრაღა, იყოს ვენა, იყოს ანკარა

ქართული ოცნებასაგარეო საქმეთა სამინისტრო

პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, მინსკში გამართულ შეხვედრაზე რუსეთმა არანაირი დათმობა არ დაუშვა, გიორგი ზურაბაშვილმა „ცივი შხაპი“ მიიღო, ხოლო ქართულმა მხარემ პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს და მინსკის ფორმატზე უარი თქვას.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთმა არც კი დაუშვა, რომ პირველ შეხვედრაზე რაღაც „ძვალი“ გადმოეგდო, გიორგი ზურაბაშვილმა კი მიიღო „ცივი შხაპი“! ზურაბაშვილი ან გაათავისუფლონ სამინისტროდან და დაუტოვონ ერთი სტატუსი! - არავითარი მინსკი! იყოს პრაღა, იყოს ვენა, იყოს ანკარა
ინტერპრესნიუსი

რუსეთმა არც კი დაუშვა, რომ პირველ შეხვედრაზე რაღაც „ძვალი“ გადმოეგდო და ეთქვა, რომ რაკი დაიწყო მოლაპარაკებები, მოეხსნათ სანქციები. ამის იმედად ჩავიდა ზურაბაშვილი, თუმცა იქ მიიღო საკმაოდ სერიოზული „ცივი შხაპი“ და ახლა გამოფხიზლდა”, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა მინსკში გამართული შეხვედრის თაობაზე.

მისი თქმით, უკვირს, რატომ ელოდებოდა „ქართული ოცნება“ რუსეთთან შეხვედრიდან დადებით შედეგებს იმ ფონზე, როცა რუსეთი ვერასოდეს ხედავს დათმობას. როგორც ანალირიკოსმა აღნიშნა, “როგორც ძაღლები ნიშნავენ თავის ტერიტორიას და იცავენ თავისებური მეთოდებით, ასევე მოგვნიშნა რუსეთმა და ამას აკეთებენ დასავლეთის გასაგონად, რომ „საქართველო მათია და მათი მონიშნულია”.

ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან მკაცრი გზავნილები და მოსალოდნელი ეკონომიკური ნაბიჯები სრულად აშიშვლებს მოსკოვის რეალურ მიზნებს.

„უაღრესად უაზრო კონსტრუქციაა ეს წინადადება, რაც ბატონმა ზურაბაშვილმა გააჟღერა. ნაჩქარევიც კია, რადგან აშკარად ჩანს, რომ რუსეთი სულ მალე რამეს მოიმოქმედებს, მაგალითად, ღვინის კომპანიებზე - როგორც ჩანს, ორი ან სამი კომპანია დაემატება სანქციებს. ამიტომ იჩქარეს და მოუწია მას ამ ტიპის განცხადების გაკეთება. რატომ ელოდებოდა „ქართული ოცნება“ დადებით შედეგებს? ჩემგან ცოტა უხერხულია დიპლომატებისთვის სწავლება, რომ რუსეთი ვერასოდეს ხედავს დათმობას, ეს გამორიცხულია. რუსეთი კმაყოფილია, რასაც მოჰყვა ლავროვის გუშინდელი განცხადება. როგორც ძაღლები მოინიშნავენ თავის ტერიტორიას და იცავენ თავისებური მეთოდებით, ასევე მოინიშნა რუსეთმა თავისი ტერიტორია. განცხადებებს გალუზინი იქნება, ლავროვი თუ სხვა პროპაგანდისტი, ამას აკეთებენ დასავლეთის გასაგონად, რომ „საქართველო ჩვენია, ჩვენი მონიშნულია და არ გაბედოთ აქ რამის მოქმედება“. ეს არის პირველ რიგში სწორედ ევროკავშირის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ანკორიჯში შეხვედრაზე პუტინმა ტრამპს რაღაცები უთხრა საქართველოსთან დაკავშირებით. ამიტომ რუსეთმა საერთოდ გამოთიშა ამერიკა საქართველოს საკითხიდან და დავრჩით ევროკავშირის ამარა, თუ შეიძლება ასე ითქვას. სწორედ ევროკავშირს ურტყამს დღეს რუსეთი ამ განცხადებებით. რუსეთმა არც კი დაუშვა, რომ პირველ შეხვედრაზე რაღაც „ძვალი“ გადმოეგდო და ეთქვა, რომ რაკი დაიწყო მოლაპარაკებები, მოეხსნათ რაღაც სანქციები. ამის იმედად ჩავიდა ზურაბაშვილი, მიიღო საკმაოდ სერიოზული „ცივი შხაპი“ იქ და ახლა გამოფხიზლდა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

პოლიტოლოგის თქმით, მინსკის ფორმატი და დიპლომატიურ დათმობებზე საუბარი მხოლოდ საწყისი ეტაპია, რასაც, მისი პროგნოზით, რეგიონული უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო სერიოზული გამოწვევები მოჰყვება.

„მე თეორიულად არ გამოვრიცხავ, რომ ქართული ღვინის კომპანიები რაღაც სტანდარტებს არ შეესაბამებოდეს, მაგრამ მიმდინარეობს საქართველოს რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა და ამ დროს ღვინის ხარისხზე საუბარი აბსოლუტურად არაკორექტული და შეგნებულად გაკეთებულია. მე ღრმად მწამს, რომ ეს ღვინოები შეესაბამება სტანდარტებს, უბრალოდ, რუსეთს უნდა ბოლომდე გაგვაშიშვლოს. თუ მართლა ღირსების ელემენტებია შერჩენილი, მკაფიოდ უნდა ითქვას ახლა, არავითარი მინსკი, იყოს პრაღა, იყოს ვენა, იყოს ანკარა. უამრავი ქალაქია დედამიწის ზურგზე, სადაც შეიძლება შეხვედრა, რაც რუსეთისთვისაც მისაღები იქნებოდა და საქართველოსთვისაც. ზურაბაშვილს ან დაუწიონ პირველი მოადგილეობა, ან გაათავისუფლონ საგარეო საქმეთა სამინისტროდან და დაუტოვონ მხოლოდ ერთი სტატუსი. მაშინ ნახავდა რუსეთი, რამდენად პრინციპულია საქართველო. ფაშინიანის პრინციპულობის 10%-იც არ აქვს „ქართულ ოცნებას“. კეთილი ინებონ და ამ დამამცირებელ, უტიფარ ქცევებს რუსეთისას დაუპირისპირონ პრინციპული ქცევები. სრული უპრინციპობა და უღირსობაა, რასაც ქართული დიპლომატია ახორციელებს. 2012-ში იყო აბაშიძე, მერე უცებ 2 წელი იყო სხვა, რომელიც გაქრა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მაშინ უკვე იყო საუბარი ასეთ დამამცირებელ სტატუსსა და პირობებზე. სხვებმა უარი თქვეს და ახლა, როგორც იქნა, იპოვეს ასეთი ადამიანი. პრობლემა პიროვნებაში არაა, პრობლემა სახელმწიფოშია.

რუსეთს უნდა მაქსიმალურად დაამციროს, გააშიშვლოს და მიიბას საქართველო ასეთი ფორმით. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს „3+3“-ში დათანხმება. თავისი ფორმატით ეს ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე მინსკი. ბალიში მეტია, რომ იოლად დავარდე. რუსეთი შემოვა კავკასიაში, რადგან მას ის სჭირდება და არა მხოლოდ საქართველო. რუსეთი არ დაკმაყოფილდება მხოლოდ მინსკით და ზურაბაშვილით, ეს არის პირველი ნაბიჯი“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

მინსკის, როგორც მოლაპარაკებების სავარაუდო ადგილის, შეფასებისას ზაქარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, თუ ვისგან და რა მიზნით გაჟღერდა ეს ინიციატივა.

„ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს არავინ ეკითხება, სად შეხვდებიან ქართული და რუსული დელეგაციები ერთმანეთს. ეს რუსეთის დავალებაა, რომ შეამზადოს ქართველი ხალხი და ვიღაც მესამე პირი ამბობს მაგას. ამოწმებენ რეაქციას. წესით, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა არც უნდა იცოდეს, რაზე ილაპარაკეს მხარეებმა ამ შეხვედრაზე. მინსკი არის რუსეთის გაგრძელება, რუსეთის გუბერნიაა ბელარუსია. მინსკი არის სიმბოლო საქართველოს დამცირების“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, გადაცემაში პოლიტოლოგმა ისაუბრა ევროპარლამენტში, აქციების ფარგლებში დაპატიმრებული პირების საკითხზე გამართულ დებატებსა და აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტზე.

„საქმე რაშია, რომ პაატა ბურჭულაძე რომ იყოს საფრთხე ვინმესთვის, მას არ მოსთხოვდნენ ბოდიშის მოხდას. როგორ მოიქცევა ბატონი ბურჭულაძე, არ ვიცი, როგორც უნდა მოიქცეს, ჩემთვის მისაღები იქნება. მთელი „ქართული ოცნების“ მანქანა მუშაობს ადამიანის განადგურებაზე, დამცირებაზე, ღირსების შელახვაზე და მათგან უნდა ველოდეთ ადამიანის უფლებების დაცვას? ამას ხედავს ევროკავშირიც, რომ „ქართული ოცნება“ არის არაჰუმანური ორგანიზმი. ბურჭულაძე იმით, რომ ბოდიშს არ იხდის, ძალიან ბევრი ქართველის ღირსებას იცავს“, - განმარტა პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სალომე სამადაშვილი - ქართული მხარე დუმს, რუსები და ბელარუსები საუბრობენ დიდ დიპლომატიურ გარღვევაზე - ჩემი ინფორმაციით, იმ ხალხის გაგდება იგეგმება, ვინც ჟენევის ფორმატში წარმოადგენდა საქართველოს ინტერესებს, როგორც ჩანს, რუსები ითხოვენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები