პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი თემატური სესიებით გრძელდება

იუსტიციის სამინისტრო

სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმზე იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა, ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ, კოლეგებს უწყების რეფორმები, ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პრიორიტეტები გააცნეს.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი თემატური სესიებით გრძელდება
რუსთავი 2

ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის თემატურ სესიებზე იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს მოუსმინეს. ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ ღონისძიების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმებისა და დანერგილი სიახლეების შესახებ.

ლანა მორგოშიამ სომეხ კოლეგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ სამართლის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა, ხელმისაწვდომი სერვისები და ციფრული ტრანსფორმაცია უწყების ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენს.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნის მნიშვნელობის შესახებ ბავშვთა უფლებების დაცვისათვის. ლანა მორგოშიამ ხაზი გაუსვა, აგრეთვე, იუსტიციის სახლების როლს სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესში.

ყურადღება გამახვილდა მობილური იუსტიციის სახლის პროექტზეც, რომელიც მომსახურებას რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს აწვდის და აღინიშნა, რომ ინიციატივამ უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება – მას "კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი" მიენიჭა ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე (EPSA).

საქართველოს გამოცდილება და ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში მიღწეული პროგრესი იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავას მოხსენების ძირითადი თემა. მინისტრის მოადგილის თქმით, ტექნოლოგიური პროგრესის შესაძლებლობებისა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება კვლავ რჩება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტად.

თამარ ზოდელავამ ისაუბრა ისეთ ინოვაციებზე, როგორიცაა: კვალიფიციურ ელექტრონული ხელმოწერა და ელექტრონული შტამპი, ახალი თაობის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, "გონიერი კონტრაქტი" და უძრავი ქონების სფეროს ტოკენიზაცია.

მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას ციფრული ტრანსფორმაციის პროცესისათვის და აღნიშნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის წარმატებული თანამშრომლობა ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის სფეროში.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ. წლევანდელი, რიგით მე-7 ფორუმი ორი დღის განმავლობაში თემატური სესიების ფორმატში იმუშავებს. ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები, ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება მართლმსაჯულების სფეროში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ერევანში სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები