იუსტიციის მინისტრის მოადგილე: საკუთრების უფლების დაცულობა მოქალაქეთათვის უმნიშვნელოვანესია, ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ - ეს არის კარგი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად ერთობლივად
იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავას განცხადებით, რუსთავის მოსახლეობის მრავალწლიანი საკუთრების პრობლემის მოსაგვარებლად უწყებათაშორისი ჯგუფის მუშაობის შედეგად გზები გამოინახა და დოკუმენტების დადასტურების შემთხვევაში მოქალაქეები მესაკუთრეები გახდებიან.

"საკუთრების უფლების დაცულობა მოქალაქეთათვის უმნიშვნელოვანესი უფლებაა. მაქსიმალურად ყველა უწყების ჩართულობით, ჩვენ ამ პროცესს დავასრულებთ და ბოლომდე მივიყვანთ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, მართლაც, მრავალი ათასი მოქალაქის საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად გამოინახა პრობლემის გადაჭრის გზები. ეს არის კარგი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად ერთობლივად. ბუნებრივია, ეს არის მრავალწლიანი პრობლემა, რომელიც რუსთავის მოსახლეობას აწუხებდა. დღეს მათ უკვე ვთავაზობთ ამ პრობლემის გადაჭრის გზას და ბოლომდე, მაქსიმალურად ყველა უწყების ჩართულობით, ამ პროცესს დავასრულებთ. ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი და თუ დოკუმენტურად ყველაფერი დადასტურდება, დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველა მათგანი გახდება მესაკუთრე. საკუთრების უფლების დაცულობა მოქალაქეთათვის უმნიშვნელოვანესი უფლებაა", - განაცხადა თამარ ზოდელავამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…