პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ადგილობრივების განცხადებით, ფონიჭალაში, იმ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ცხოვრება უსაფრთხო არ არის, რის გამოც დახმარებას ითხოვენ

ტვ პირველი

ფონიჭალაში აფეთქებული კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ შენობაში ცხოვრება საფრთხის შემცველია და სამხარაულის ექსპერტიზის მიხედვით მეექვსე სადარბაზოს რღვევისა და ლოჯების ნგრევის რისკი არსებობს. ისინი დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივების განცხადებით, ფონიჭალაში, იმ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ცხოვრება უსაფრთხო არ არის, რის გამოც დახმარებას ითხოვენ
ინტერპრესნიუსი

ადგილობრივების ინფორმაციით, ფონიჭალაში, იმ კორპუსში, სადაც რამდენიმე დღის წინ აფეთქება მოხდა, ცხოვრება მათთვის საფრთხის შემცველია.

კერძოდ, როგორც ადგილობრივები განმარტავენ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ არსებობს მეექვსე სადარბაზოს „რღვევის საფრთხე“, რასაც მათივე თქმით, „მიშენებული ლოჯების ნგრევა“ მოჰყვება.

„წერია, რომ არსებობს მეექვსე სადარბაზოს რღვევის საფრთხე, რასაც მოჰყვება მიშენებული ლოჯების ნგრევა - მყისიერი, თან ასე წერია, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის. აქვე არის გამახვილებული ყურადღება მეოთხე სადარბაზოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ძალიან კრიტიკულია მეოთხე სადარბაზო. შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი უბედურება. ამ კორპუსში საერთოდ არ უნდა შემოესახლებინათ არც ერთი მოსახლე. ყოველი წუთი არის საფრთხის შემცველი. გუშინაც, მხოლოდ ორი საათი მეძინა. გამგებელი ამბობს, რომ უსაფრთხო იყო აქ ცხოვრება“,- ამბობს ადგილობრივი „ტვ პირველთან“.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და აღნიშნავენ, რომ „აქ ცხოვრება არ შეიძლება“.

ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირი აფეთქდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადგილობრივების ინფორმაციით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებში 7-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან მოყოლილი - მაშველები კორპუსის ნანგრევებისგან გათავისუფლებას ცდილობენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები