პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი: გრძელვადიანი ამბიციაა 2036 წლისთვის საქართველოს გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზარდოს, გავზარდოთ ელექტროენერგიის ექსპორტის და ტრანზიტის შესაძლებლობები, რასაც ხელს შეუწყობს ახალი საერთაშორისო დაერთებები, ენერგიის დაგროვების სისტემები

2036 წლისთვის საქართველოს გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს, რათა გაფართოვდეს ელექტროენერგიის ექსპორტი და ტრანზიტი, — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი: გრძელვადიანი ამბიციაა 2036 წლისთვის საქართველოს გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზარდოს, გავზარდოთ ელექტროენერგიის ექსპორტის და ტრანზიტის შესაძლებლობები, რასაც ხელს შეუწყობს ახალი საერთაშორისო დაერთებები, ენერგიის დაგროვების სისტემები
რუსთავი 2

"ჩვენი გრძელვადიანი ამბიციაა, 2036 წლისთვის საქართველოს დადგმული გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზარდოს და, ასევე, არსებითად გავზარდოთ ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობები, რასაც ხელს შეუწყობს ახალი საერთაშორისო დაერთებები, ენერგიის დაგროვების სისტემები და ინოვაციური ტექნოლოგიები" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა "სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტერიალზე, რომელსაც ჩინეთის ქალაქი ცინგტაო მასპინძლობს, მარიამ ქვრივიშვილმა მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მუშაობს საკუთარი, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლის გაძლიერებასა და ამ ფუნქციის ელექტროენერგიის გადაცემისა და ტრანზიტის მიმართულებით გაფართოებაზე.

"რეგიონულ ენერგეტიკულ დაკავშირებადობას ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების ქვაკუთხედად მივიჩნევთ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ფართო რეგიონული ენერგეტიკული სივრცის განვითარებაში. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველომ თავი დაიმკვიდრა, როგორც ნახშირწყალბადების რესურსების საიმედო სატრანზიტო ქვეყანამ. ამჟამად ვმუშაობთ, რომ ეს როლი ელექტროენერგიის გადაცემისა და ტრანზიტის მიმართულებითაც გავაფართოოთ. ამ კუთხით, საქართველო პარტნიორებთან ერთად სამ სტრატეგიულ ინიციატივას ავითარებს: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს, მწვანე ენერგიის დერეფანსა და მწვანე ელექტროენერგიის სახმელეთო დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობით ვითარდება", - განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა.

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ კონკრეტული პროგრესი უკვე მიღწეულია და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს ევროკომისიის მიერ მიენიჭა ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი, დამტკიცდა "მწვანე ენერგიის დერეფნის" ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ხოლო სულ ახლახან, აზერბაიჯანმა, საქართველომ, თურქეთმა და ბულგარეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას სუფთა ენერგიის სფეროში, რომელიც მწვანე ელექტროენერგიის სახმელეთო დერეფნის განვითარებას ისახავს მიზნად

"ამ პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად გააფართოებს რეგიონული ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის შესაძლებლობებს, მოახდენს მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას და განამტკიცებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მთელ რეგიონში. ის ასევე კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლს",- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი – ჩვენი ამბიციაა, 2036 წლისთვის საქართველოს დადგმული გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზარდოს, არსებითად გავზარდოთ ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობები
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ ენერგეტიკის სექტორშიც განსაკუთრებულ როლს ვთამაშობთ, როდესაც საქართველო სტრატეგიული ინფრასტრუქტურით - იქნება ეს მილსადენები, გაზისა თუ ნავთობის, ისევე როგორც ელექტროგადამცემი ქსელები, ევროპას აზიასთან აკავშირებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები