პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნინო ფოჩხუა გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელი ინტერვიუს შესახებ: „ჩამოიშალა “ნაცების’ პროპაგანდა „ქართული ოცნების“ პრორუსულობის შესახებ და კიდევ ერთხელ დამტკიცდა კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ყოფნა რუსეთის სამსახურში“

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

ექსპერტ ნინო ფოჩხუას განცხადებით, ჩამოიშალა პროპაგანდა „ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე და დამტკიცდა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რუსეთის სამსახურში ყოფნა.

ნინო ფოჩხუა გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელი ინტერვიუს შესახებ: „ჩამოიშალა “ნაცების’ პროპაგანდა „ქართული ოცნების“ პრორუსულობის შესახებ და კიდევ ერთხელ დამტკიცდა კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ყოფნა რუსეთის სამსახურში“
POSTV

„რუსეთში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელ ინტერვიუში ბევრი გაუგებრობაა. გაუგებარია, თუ რატომ აიკრძალა სხვადასხვა ღვინის სახეობა და კიდევ ემატება – მაშინ, როცა ქართული ღვინო გამოირჩევა თავისი ხარისხით, დაბალი ფასით და, რაც მთავარია, დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთის მოსახლეობაში“, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

„გამოდის, რომ სასურველ პროდუქტს გზას უკეტავს საკუთარი ხელისუფლება, სამაგიეროდ, გზას უხსნის ბევრად ძვირ ევროპულ ღვინოებს, ისე, რომ არ ითვალისწინებს საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს.

ან ის შემოთავაზება, რომ დამეგობრდნენ უნივერსიტეტები და გაიცვალონ სტუდენტები – ეს ხომ რადიკალური ოპოზიციისთვის პირდაპირი დახმარებაა, რომ უფრო გააღვივონ ხელისუფლების პრორუსულობა, რომელიც აბსურდია.

ასე მგონია, რომ უკვე ბევრი მიხვდა – სააკაშვილზე სასურველი პრეზიდენტი რუსეთს ჯერ არ ჰყოლია და მაქსიმალურად ასხამდა „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყალს, რასაც სააკაშვილი მადლიერებით პასუხობდა – სტრატეგიული ობიექტების გადაცემითა და ქართული მიწის ოკუპაციით. ამას კიდევ დაემატა სააკაშვილის გუშინდელი განცხადება, რომ ის ხელისუფლებაში ყოფნის პირველი დღიდან ემსახურებოდა რუსეთს, რადგან რუსეთის ძალისხმევით მოვიდა ხელისუფლებაში; გავიხსენოთ ივანოვი “ვარდების რევოლუციის” დროს და სერგეი ივანოვი, საპატიო ადგილას გამოჭიმული, სააკაშვილის ინაუგურაციის დროს.

ასე რომ, ჩამოიშალა „ნაცების“ პროპაგანდა „ქართული ოცნების“ პრორუსულობის შესახებ და კიდევ ერთხელ დამტკიცდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ყოფნა რუსეთის სამსახურში“, – წერს ფოჩხუა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობონინო ფოჩხუა გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელ ინტერვიუზე: ჩამოიშალა ნაცების პროპაგანდა "ქართული ოცნების" პრორუსულობის შესახებ და კიდევ ერთხელ დამტკიცდა კოლექტიური ნაცმოძრაობის ყოფნა რუსეთის სამსახურში
  2. იმედინიუსისამთავრობონინო ფოჩხუა გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელ ინტერვიუზე: ჩამოიშალა ნაცების პროპაგანდა „ქართული ოცნების“ პრორუსულობის შესახებ და კიდევ ერთხელ დამტკიცდა კოლექტიური ნაცმოძრაობის ყოფნა რუსეთის სამსახურში
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ზურაბაშვილი – რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა თითქოსდა უვნებელი საკითხები, რომლებსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები