პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ჰაკერებმა პაროლების ერთ-ერთი უმსხვილესი მენეჯერი 1Password გატეხეს

1Password-ის შემქმნელი კომპანიის განცხადებით, კიბერშეტევის შედეგად კლიენტების სახელები და ელექტრონული ფოსტის მისამართები მოიპარეს, თუმცა პაროლების საცავები დაუზიანებელი დარჩა.

ჰაკერებმა პაროლების ერთ-ერთი უმსხვილესი მენეჯერი 1Password გატეხეს
იმედინიუსი

პაროლების მენეჯერ 1Password-ის შემქმნელმა კომპანიამ განაცხადა, რომ კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. პრობლემა 19 ნოემბერს აღმოაჩინეს: თავდამსხმელმა ერთ-ერთი თანამშრომლის კორპორაციულ GitHub-ანგარიშზე მოიპოვა წვდომა და მისი მეშვეობით შიდა სერვისებში მავნე კოდი ჩანერგა.

შედეგად, მოპარულია 1Password-ის კლიენტების გარკვეული მონაცემები, მათ შორის მათი სახელები და ელექტრონული ფოსტის მისამართები, რომლებიც ანგარიშში შესასვლელად გამოიყენება.

კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კლიენტების პაროლების საცავებზე წვდომა დაცული დარჩა - თავად 1Password-ს მომხმარებლების პაროლებსა თუ საიდუმლო გასაღებებზე წვდომა არ აქვს.

1Password-ში არ აკონკრეტებენ, რამდენ მომხმარებელს შეეხო კიბერშეტევა. კომპანიაში განაცხადეს, რომ მომხმარებლებს თავდასხმის გამო რაიმე განახლების გაკეთება არ სჭირდებათ და მოუწოდეს 1Password-თან დაკავშირებული ფიშინგ-შეტყობინებების მიმართ სიფრთხილე გამოიჩინონ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია: აშშ სავაჭრო პარტნიორებისთვის ახალ საბაჟო ტარიფებს აწესებსწაიკითხე

უახლესი ამბები