პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის“ წევრებს უმასპინძლა. სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ახალგაზრდებთან კომუნიკაცია და მათი ჩართულობა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა
იმედინიუსი

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ახალგაზრდული ორგანიზაციის - „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა“ - წევრებთან გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.

ახალგაზრდებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი მოადგილეებთან ერთად შეხვდა. მისი განცხადებით, ახალგაზრდებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი ინფორმირებულობა და სხვადასხვა ინიციატივაში ჩართულობა სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ახალგაზრდებთან ურთიერთობა და მათი ჩართულობა სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, ახალ თაობას ჰქონდეს სრული და სწორი ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ და აქტიურად იყოს ჩართული უვნებლობის სტანდარტების დანერგვის და უსაფრთხო გარემოს შექმნის პროცესში.“

შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებმა სტუდენტებს პრეზენტაციები წარუდგინეს სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების,სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ, გააცნეს მიმდინარე პროექტები, კონტროლის მექანიზმები და უპასუხეს მონაწილეთა შეკითხვებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მსგავს შეხვედრებს და საგანმანათლებლო-საინფორმაციო აქტივობებს ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, მომავალშიც გააგრძელებს.

„საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობის“ ორგანიზაცია ახალგაზრდების გაძლიერების და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიმართულებით 2016 წლიდან ოპერირებს. ორგანიზაციის ინიციატივები ფოკუსირებულია ახალგაზრდა ლიდერების განვითარების ხელშეწყობაზე, რაც გამოიხატება მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზებისა და უნარების განვითარების მხარდაჭერაში”, -განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსურსათის ეროვნულმა სააგენტომ "საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის" წარმომადგენლებს უმასპინძლა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოსა და ბულგარეთის სურსათის უვნებლობის უწყებები თანამშრომლობას აღრმავებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები