პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი უზბეკეთში რძის გადამამუშავებელ საწარმოში არსებულ სურსათის უვნებლობის სტანდარტებს გაეცნო

სურსათის ეროვნული სააგენტოგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი უზბეკეთში რძის გადამამუშავებელ საწარმო „მილკოლინო პროდაქტსს“ ესტუმრა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებს გაეცნო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი უზბეკეთში რძის გადამამუშავებელ საწარმოში არსებულ სურსათის უვნებლობის სტანდარტებს გაეცნო
რუსთავი 2

უზბეკეთის რესპუბლიკაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილთან და დელეგაციის წევრებთან ერთად, ტაშკენტის ოლქში მდებარე რძის გადამამუშავებელი საწარმო „მილკოლინო პროდაქტსი“ (Milkolino Products/ESSI) დაათვალიერა და მის საქმიანობას გაეცნო.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სურსათის უვნებლობის მიმართულებით საწარმოში დანერგილ პრაქტიკაზე, რძის ნედლეულის გადამუშავების სრულ ციკლზე, წარმოების თანამედროვე სტანდარტებზე, ჰიგიენისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმებზე.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება სურსათის უვნებლობის მოთხოვნების კონტროლის მიმართულებით. ასეთი მაღალი სტანდარტის საწარმოების საქმიანობის შესწავლა გვაძლევს საშუალებას, განვიხილოთ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები“, - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორმხრივი გამოცდილების გაზიარება გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც სურსათის უვნებლობისა და წარმოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვის, ისე ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის საქმიანი კავშირების გაღრმავების პროცესში.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს, რაც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის წახალისებას, საექსპორტო პოტენციალის ათვისებასა და საქართველო-უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი უზბეკეთში რძის გადამამუშავებელ საწარმოში არსებულ სურსათის უვნებლობის სტანდარტებს გაეცნო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ISO 9001:2015-ის საერთაშორისო სერტიფიკატი მცენარეთადაცვის მიმართულებითაც მიენიჭაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები