პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლიეტუვაში დააკავეს რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემაში ეჭვმიტანილი 5 მოქალაქე

ლიეტუვაში რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემისა და პროპაგანდის გავრცელების ეჭვით ორგანიზაცია „სამშობლოს კონდუქტორების“ 5 წევრი დააკავეს, იუწყებიან გენერალური პროკურატურა და ვილნიუსის პოლიცია.

ლიეტუვაში დააკავეს რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემაში ეჭვმიტანილი 5 მოქალაქე
რადიო თავისუფლება

ეჭვმიტანილები 25 ნოემბერს დააკავეს ლიეტუვის ინტერესების საწინააღმდეგოდ უცხო ქვეყნისთვის დახმარების გაწევის საქმის გამოძიების ფარგლებში.

გამოძიების ვერსია

ლიეტუვის გენერალური პროკურატურის და ვილნიუსის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებს 2024 წლის შემოდგომიდან ჰქონდათ კონტაქტი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლებთან და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ აგროვებდნენ და გადასცემდნენ ლიეტუვისადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოსთვის საინტერესო ინფორმაციას.

გარდა ამისა, უშუალოდ ლიეტუვაში ამზადებდნენ და ავრცელებდნენ მასალებს, რომლებიც რუსეთის ინტერესებს შეესაბამება და მის პროპაგანდას იმეორებს.

„სამშობლოს კონდუქტორები“

სააგენტო Baltic News Service-ის ინფორმაციით, ხუთივე დაკავებული ორგანიზაციის, „სამშობლოს კონდუქტორების“ წევრია. ეს სააგენტოს პროკურატურაშიც დაუდასტურეს.

ლიეტუვის ონლაინ-გამოცემა 15min გასულ კვირაში წერდა, რომ მედიასაშუალებად დარეგისტრირებული ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ბოროტად სარგებლობენ სახელმწიფო სტრუქტურებიდან ინფორმაციის მიღების უფლებით.

მათ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის გაგზავნილი აქვთ ასეულობით განაცხადი თავდაცვის, უსაფრთხოების, მიგრაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად. პასუხების უმრავლესობა არ გამოუქვეყნებიათ, კომენტარზე უარს კი სასამართლოში ასაჩივრებდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვით ოთხი პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები