ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ლიტვა რუს და ბელარუს ბინადრობის მქონეებს სტრატეგიულ ობიექტებთან საკუთრების ყიდვას უზღუდავს

ლიტვა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომელიც ბინადრობის ნებართვის მქონე რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს სამხედრო და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებთან უძრავი ქონების შეძენას შეუზღუდავს. ახალი ზომები მიზნად ისახავს უსაფრთხოების რისკების შემცირებას.

ლიტვა რუს და ბელარუს ბინადრობის მქონეებს სტრატეგიულ ობიექტებთან საკუთრების ყიდვას უზღუდავს
ლიტვა რუს და ბელარუს ბინადრობის მქონეებს სტრატეგიულ ობიექტებთან საკუთრების ყიდვას უზღუდავსტაბულა

ლიტვა ბინადრობის ნებართვის მქონე რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სამხედრო ობიექტებსა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან სხვა ადგილებთან უძრავი ქონების შეძენის შეზღუდვას გეგმავს.

კანონპროექტი, რომლითაც შეზღუდვები გათვალისწინებულია, ლიტვის სეიმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნული ზომები გავრცელდება ლიტვაში მცხოვრებ იმ პირებზე, რომლებსაც ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნიათ.

ხელისუფლების განცხადებით, მსგავს ობიექტებთან მდებარე უძრავი ქონება შესაძლოა, სადაზვერვო საქმიანობისთვის, სამხედრო წვრთნებისა და ჯარების გადაადგილების მეთვალყურეობისთვის, სენსიტიური ინფორმაციის შეგროვებისა თუ პროვოკაციების ორგანიზებისთვის იქნას გამოყენებული.

ამ ეტაპზე შეზღუდვები ვრცელდება რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც ლიტვაში ბინადრობის ნებართვა არ აქვთ, ასევე მათთან დაკავშირებულ კომპანიებზე. ახალი კანონპროექტი კი ანალოგიური შეზღუდვების ბელარუსის მოქალაქეებსა და მათთან ასოცირებულ იურიდიულ პირებზე გავრცელებასაც ითვალისწინებს.

ლიტვის საჯარო რეესტრის ცენტრის მონაცემებით, 2022-2024 წლებში ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებმა დაახლოებით 2 800 უძრავი ქონება შეიძინეს, ხოლო ბელარუსის მოქალაქეებმა - დაახლოებით 1 800. აქედან, დაახლოებით 1 800 რუსისა და 1 150 ბელარუსის მიერ შეძენილი ქონება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების 10-კილომეტრიან რადიუსში მდებარეობს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს რუსეთისა და ბელარუსის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნებისა და გართობის სფეროებში, თუ ისინი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას მხარს უჭერენ ან კანონით დადგენილ სხვა კრიტერიუმებს ერგებიან.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.