პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებს თვითმფრინავები ღამით ანგარში გადაჰყავს, რათა ისინი შესაძლო დრონების თავდასხმისგან დაიცვას

თავდაცვის სამინისტრო

Sky News-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებს თვითმფრინავები ღამით ანგარებში გადაჰყავს და ანტიდრონული ბადეების გამოყენებას განიხილავს, რათა ისინი დრონების შესაძლო იერიშისგან დაიცვას.

დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებს თვითმფრინავები ღამით ანგარში გადაჰყავს, რათა ისინი შესაძლო დრონების თავდასხმისგან დაიცვას
რუსთავი 2

დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებს (RAF), ღამით, თვითმფრინავები ანგარში და გამაგრებულ თავშესაფრებში გადაჰყავს, რათა შესაძლო დრონებით თავდასხმებისგან დაიცვას. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ასევე, განიხილება იმ სამხედრო თვითმფრინავების გარშემო ანტიდრონული ბადეების მოწყობა, რომლებიც ღია სივრცეში რჩება - მაგალითად, ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებთან ან იმ ავიაბაზებზე, სადაც სათანადო დამცავი ინფრასტრუქტურა საკმარისი არ არის.

მედიის ინფორმაციით, მსგავსი ანტიდრონული ბადეები უკრაინაში ფართოდ გამოიყენება სამხედრო ტექნიკის, კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურისა და მნიშვნელოვანი საავტომობილო გზების რუსული დრონებისგან დასაცავად.

სამეფო საჰაერო ძალების მიერ მიღებული ზომები ნათლად მიუთითებს, რომ მზარდი საფრთხეების ფონზე, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები ქვეყნის შიგნით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ცდილობს.

სამშაბათს, დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა (MI5) და თავდაცვის სამინისტრომ, ბრიტანული კომპანიები, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაში მონაწილეობენ, გააფრთხილეს, რომ მათ წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან დივერსიული ქმედებების რისკი გაზრდილია.

ასევე, არსებობს ეჭვი, რომ ირანი RAF Fairford-ის ავიაბაზაზე თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობდა. ეს ავიაბაზა ინგლისის გლოსტერშირის საგრაფოში მდებარეობს და მას აშშ-ის საჰაერო ძალები იყენებენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Sky News - დიდ ბრიტანეთში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე დრონები დააფიქსირეს, რის შემდეგაც საჰაერო განგაში გამოცხადდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები