"კვარას" და დუეს არყოფნა უკვე დაეტყო? - პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ქულები დაკარგა
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „რომასთან“ ფრედ, 2:2 ითამაშა და სეზონში პირველი ქულები დაკარგა. ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს არყოფნაში პარიზულმა გუნდმა ყველა ტურნირზე არსებული 12-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელის და დეზირე დუეს გარეშე დარჩენილი პსჟ, ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურში, საკუთარ მოედანზე „რომას“ ფრედ ეთამაშა - 2:2.
ამით შეწყდა ყველა ტურნირზე პარიზული გუნდის 12-მატჩიანი მოგებათა სერია.
სტუმრები დებიუტში მარიო ერმოსომ დააწინაურა, ანგარიში პირველივე ტაიმში ილია ზაბარნიმ გაათანაბრა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩში 3 გოლი გაიტანა. 62-ე წუთზე დემბელემ მასპინძლები ჰაკიმის მოპოვებული პენალტით წინ გაიყვანა. 77-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე ვიტინიას მოხვდა და მალენმა თერთმეტმეტრიანიდან თანაფარდობა აღადგინა.
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში პირველი ქულები დაკარგა, 13 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს ჩაატარებს - ლიგა 1-ის მე-12 ტურში „ლორიენს“ უმასპინძლებს.
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - რომა 2:2
გოლები: 0:1 ერმოსო (5), 1:1 ზაბარნი (31), 2:1 დემბელე (62, პენ), 2:2 მალენი (78, პენ)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…