პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

უკრაინაში ლაზერული დანადგარის გამოყენებით პირველად მოიგერიეს რეაქტიულძრავიანი დრონი

უკრაინაში საბრძოლო ლაზერით რუსეთის „გერანის“ ტიპის რეაქტიულძრავიანი დრონი პირველად ჩამოაგდეს, აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი სერჰი ბესკრესტნოვი.

უკრაინაში ლაზერული დანადგარის გამოყენებით პირველად მოიგერიეს რეაქტიულძრავიანი დრონი
რადიო თავისუფლება

უკრაინაში საბრძოლო ლაზერით პირველად ჩამოაგდეს რუსეთის რეაქტიულძრავიანი დრონი. ამის შესახებ 25 ნოემბერს განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა სერჰი (ფლეშ) ბესკრესტნოვმა. მან გამოაქვეყნა ვიდეომასალა კომპანია Carmine Sky-ს მიერ წარმოებული ანტისაჰაერო თავდაცვის ლაზერული დანადგარების (Blysk-ის) „საბრძოლო პირობებში მუშაობის პირველი შედეგების“ შესახებ.

ბესკრესტნოვმა ფეისბუკში დაწერა:

„ახლახან კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დასაცავად დამონტაჟებულმა საბრძოლო ლაზერმა მსოფლიოში პირველად ჩამოაგდო „გერანის“ ტიპის რეაქტიულძრავიანი დრონი.

ბესკრესტნოვის სიტყვებით, ანტისაჰაერო თავდაცვის ლაზერული სისტემების ტექნოლოგია ვითარდება სახელმწიფო პროგრამის „კერძო ანტისაჰაერო თავდაცვის“ ფარგლებში:

„უკრაინაში რამდენიმე კომპანია მუშაობს ანტისაჰაერო თავდაცვაში ლაზერის სისტემების გამოყენების სფეროში. ლაზერული ტექნოლოგიები ძალიან რთულია და ძვირი, ამიომ კარგია, როცა ვიღაცას კარგი ამბები აქვს. ჯერჯერობით ნაადრევია ლაზერის სერიულ წარმოებაზე ლაპარაკი. გრძელდება გამოცდა, რომლის ფარგლებშიც ლაზერი კირიტკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს იცავს“.

რამდენიმე დღის წინ Carmine Sky-ს საქმიანობაზე მოთხრობილი იყო ბიბისის რეპორტაჟში, რომელშიც მათ შორის აღინიშნა, რომ Blysk-ის ახალი ლაზერული დანადგარი 2026 წლის ნოემბრის დასაწყისიდან საბრძოლო რეჟიმში იყო, თუმცა, იმ დროისთვის ჯერაც არ იყო გამოყენებული ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდის გამო.

რეპორტაჟში აღინიშნა, რომ Blysk-ს შედარებით მცირე სიმძლავრე აქვს და სამიზნის განადგურება შეუძლია კილომეტრამდე მანძილზე, საფრენი აპარატის კორპუსის დაწვის გზით, რასაც, დისტანციური მართვის მცირე ზომის დრონის შემთხვევაში, წამიც არ სჭირდება, უფრო დიდი ზომის - „შაჰედის“ ტიპის დრონის კორპუსის დაზიანებისთვის კი რამდენიმე წამია საჭირო.

შედარებით იაფფასიანი და მასობრივი წარმოების, რეაქტიულძრავიანი დრონების მოგერიება, რომლებითაც რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურას ესხმის თავს, უკრაინელი სამხედროებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს.

16 ნოემბერს, ბრიუსელში, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრემიერმინისტრმა სერჰი კორეცკიმ განაცხადა, რომ ნოემბერშივე უკრაინას რუსეთმა შესაძლოა 12-ჯერ მეტი რეაქტიულძრავიანი დრონით შეუტიოს, ვიდრე, მაგალითად, აგვისტოში.

27 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რეაქტიულძრავიანი „შაჰედების“ მასობრივად მოგერიება რამდენიმე თვის საქმე იყო. სექტემბერშივე ხელისუფლება და მწარმოებლები იუწყებოდნენ არა მხოლოდ გამოცდაზე, არამედ დრონების მომგერიებელი დანადგარების რამდენიმე ნიმუშის საბრძოლო გამოყენების შესახებ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ნეიტრალური 2
  1. UNIAN · Telegramნეიტრალურიუკრაინამ მსოფლიოში პირველად ჩამოაგდო რეაქტიული „შაჰედი“ ლაზერული საჰაერო თავდაცვის სისტემით, — პრეზიდენტის მრჩეველი სერჰი „ფლეშ“ ბესკრესტნოვი
  2. ცაპლიენკო · Telegramნეიტრალურიუკრაინამ ისტორიაში პირველად ლაზერული საჰაერო თავდაცვით რეაქტიული „შაჰედი“ ჩამოაგდო, — პრეზიდენტის მრჩეველი სერჰი „ფლეშ“ ბესკრესტნოვი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთმა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მართვის სისტემით აღჭურვილი დრონების, „მოლნიას“ აქტიური გამოყენება დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები