ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსული დრონების ჩამომგდები კიდევ ერთი აპარატი გამოიცადა — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული რეაქტიული დრონების წინააღმდეგ შექმნილი ჩამჭრელი აპარატის კიდევ ერთი წარმატებული გამოცდა ჩატარდა, თუმცა დამიზნების სისტემა ჯერ კიდევ დასახვეწია. ზელენსკის თქმით, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილო დრაპატისთან და თავდაცვის მინისტრ ევგენი ხმარასთან ერთად განიხილა სამხედრო ოპერაციები და შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები.

რუსული დრონების ჩამომგდები კიდევ ერთი აპარატი გამოიცადა — ზელენსკი
რუსული დრონების ჩამომგდები კიდევ ერთი აპარატი გამოიცადა — ზელენსკინეტგაზეთი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული რეაქტიული დრონების წინააღმდეგ შექმნილი ჩამჭრელი აპარატის კიდევ ერთი წარმატებული გამოცდა ჩატარდა, თუმცა აღნიშნა, რომ დამიზნების სისტემის გარკვეული ასპექტები ჯერ კიდევ დახვეწას საჭიროებს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილო დრაპატისგან მოვისმინე ინფორმაცია ჩვენი მწარმოებლების მიერ მიღწეული ახალი შედეგების შესახებ: რუსული რეაქტიული დრონების ჩამოსაგდებად შექმნილი კიდევ ერთი აპარატი წარმატებით გამოიცადა. „შაჰიდი“ წარმატებით იქნა ჩამოგდებული, თუმცა ჩამჭრელი აპარატის დამიზნების სისტემის გარკვეული ასპექტები ჯერ კიდევ დასახვეწია. მუშაობას ვაგრძელებთ. ამისთვის ჯერ კიდევ საჭიროა დრო“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრ ევგენი ხმარასთან ერთად განიხილა შემდგომი სამხედრო ოპერაციები და შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ხმარასა და დრაპატისთან ერთად განისაზღვრა პრიორიტეტული სამიზნეები, საჭირო რესურსები და აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები.

„რუსეთის ნავთობის სექტორზე (რაც მათი საომარი ძალის მთავარი წყაროა), ჩვენი შორეული დისტანციიდან დარტყმებს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს და სწორედ ეს ქმნის დიპლომატიისთვისაც აუცილებელ ბერკეტს“, — განმარტა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დაწერა, რომ უკრაინა მზად არის გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის მოსაგვარებლად. თუმცა პარტნიორებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ დეესკალაციისთვის საჭირო ზომების განხორციელებისას, რუსეთმა დაიცვას პირობები უკრაინისთვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან მიმართებით.

უკრაინული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, ukrinform.net, აზუსტებს, რომ როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდეც განაცხადა, უკრაინაში ამჟამად 67 კომპანია მუშაობს, რომლებსაც რეაქტიული დრონების მასშტაბურად ჩამოგდების შესაძლებლობა აქვთ. ზელენსკის თქმით, 3-დან 5-მდე კომპანიამ უკვე მოახდინა შედეგების დემონსტრირება.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილო დრაპატისგან მოვისმინე ინფორმაცია ჩვენი მწარმოებლების მიერ მიღწეული ახალი შედეგების შესახებ: რუსული რეაქტიული დრონების ჩამოსაგდებად შექმნილი კიდევ ერთი აპარატი წარმატებით გამოიცადა. „შაჰიდი“ წარმატებით იქნა ჩამოგდებული, თუმცა ჩამჭრელი აპარატის დამიზნების სისტემის გარკვეული ასპექტები ჯერ კიდევ დასახვეწია. მუშაობას ვაგრძელებთ. ამისთვის ჯერ კიდევ საჭიროა დრო“
ვოლოდიმირ ზელენსკი
„რუსეთის ნავთობის სექტორზე (რაც მათი საომარი ძალის მთავარი წყაროა), ჩვენი შორეული დისტანციიდან დარტყმებს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს და სწორედ ეს ქმნის დიპლომატიისთვისაც აუცილებელ ბერკეტს“
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინა თვის ბოლოსთვის 400-მდე დრონსაწინააღმდეგო უპილოტო საფრენი აპარატის წარმოებას გეგმავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები