სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყვნენ ოჯახები, რომლებსაც საკმაოდ მაღალი შემოსავლები აქვთ - მიხეილ სარჯველაძე
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში წლების განმავლობაში შეუმოწმებლობის გამო ისეთი ოჯახებიც ფიქსირდებოდნენ, რომლებსაც საკმაოდ მაღალი შემოსავალი ჰქონდათ.
რა ფაქტორმა განაპირობა სოციალურად დაუცველთა დახმარების მიმღებთა მასშტაბური კლება - საკითხზე ჯანდაცვის მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, წლებია, არ ჩატარებულა სისტემური გადამოწმება, რომლითაც, საბოლოოდ, გამოვლინდა, რომ ბაზაში ფიქსირდებოდნენ მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებიც.
"პირველი ფაქტორია - წლების განმავლობაში არ მომხდარა სისტემურად გადამოწმება. ეს მხოლოდ დემოგრაფიული ცვლილებებისას ხდებოდა - მაგალითად, თუ ოჯახს შვილი დაემატებოდა ან რომელიმე წევრი გარდაიცვლებოდა. დანარჩენ შემთხვევაში, ეს ოჯახები იყვნენ უცვლელად რეგისტრირებულნი. მათი მდგომარეობა, ზოგიერთ შემთხვევაში, უმჯობესდებოდა და ისეთ მდგომარეობას აღწევდნენ, როდესაც შემწეობის სხვაგვარად დათვლის საჭიროება წარმოიქმნებოდა, თუმცა ის ადამიანები, ვინც უწყებას ნულიდან მომართავდნენ და შეფასებას ითხოვდნენ, ფასდებოდნენ ჩვეულებრივად. ასეთ დროს, შეიძლება, ის ოჯახი, რომელიც ბაზაში ჩარჩენილი იყო შეუმოწმებლობის გამო, ჰქონოდა დაუმსახურებლად დაბალი ქულა. არადა, მისი მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო, მასზე შედარებით მაღალი ქულის ოჯახის მდგომარეობაზე", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…