პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი: აზერბაიჯანი ჩვენთვის არის სტრატეგიული პარტნიორი და უკვე ძალიან დიდი ხანია, ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია, რომელთან თანამშრომლობაც შუა დერეფნისა და ენერგოტრანზიტის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია.

მაკა ბოჭორიშვილი: აზერბაიჯანი ჩვენთვის არის სტრატეგიული პარტნიორი და უკვე ძალიან დიდი ხანია, ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად
რუსთავი 2

"აზერბაიჯანი ჩვენთვის არის სტრატეგიული პარტნიორი და უკვე ძალიან დიდი ხანია, ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად". ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში "დღის თემა" აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა.

მინისტრმა საქართველო აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე, ორი ქვეყნის ურთიერთობა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.

"იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, სადაც დღეს ჩვენ გვიწევს არსებობა, ჩვენი ურთიერთობები, დინამიკა, პოტენციალი, შესაძლებლობები, რაც ორ ქვეყანას აქვს, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს რეგულარული აზრთა გაცვლა, რეგულარული მუშაობა სხვადასხვა საკითხებზე, იმისათვის, რომ ორივე ქვეყანა უკეთ იყოს წარმოდგენილი ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა შინაარსით საკმაოდ მსუყეა და მოიცავს ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგსაც.

წელს ჩვენ არაერთი მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტი გვქონდა, სახელმწიფო ვიზიტი განახორციელა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოში, პრემიერ- მინისტრის ოფიციალური ვიზიტი განხორციელდა აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის არაერთი ვიზიტი იყო საქართველოში და სხვადასხვა სექტორული მინისტრების ვიზიტები მუდმივად ხორციელდება ორ ქვეყანას შორის". განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობას შუა დერეფნის, სატრანსპორტო და ენერგეტიკის მიმართულებით.

"ეს პოლიტიკური დიალოგი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირული საუბარი, ის ეხება კონკრეტულ პროექტებს, სწორედ იმ მოცემულობას, რაც არის ჩვენს გარშემო და იმ პოტენციალს რაც აქვს დღეს აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობებს, განსაკუთრებით სატრანსპორტო დერეფნის განვითარების კუთხით, ენერგო რესურსების ტრანზიტის კუთხით და ზოგადად სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც ჯამში ქმნის, სწორედ შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივას", - აღნიშნა მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – მნიშვნელოვანია, დაკავშირებადობის ​კონტექსტში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რომლებიც შუა დერეფნის განვითარებაში საკვანძო როლს ასრულებენ, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება
  2. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საკვანძო ფუნქციას და როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება
  3. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საკვანძო ფუნქციას და როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველო აზერბაიჯანისთვის ახლო მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ძალიან დიდი ისტორია აქვს, ხალხებს შორის ურთიერთობები ძალიან ძლიერია. აქ მართლაც ახლო მეზობლური, მეგობრული ურთიერთობებია, რომლებიც ყოველთვის ურთიერთნდობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზეა დამყარებული“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები