ჰელმუტ ბრანდშტეტერი - ვიცით, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის მარიონეტული რეჟიმები ეცემიან, ვნახეთ მოსკოვის მარიონეტები ერთმანეთის მიყოლებით დაეცნენ - მივიღოთ რეზოლუცია და მოვითხოვოთ პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება
ევროპარლამენტარმა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე რეზოლუციის მიღება და პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. მისი განცხადებით, რუსეთის მარიონეტული რეჟიმები ადრე თუ გვიან ეცემიან.

ჩვენ ვიცით, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის მარიონეტული რეჟიმები ეცემიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე განაცხადა.
მან ისაუბრა პაატა ბურჭულაძეზე და აღნიშნა, რომ საქართველოში „ოლიგარქებს“ მისი ეშინიათ, რადგან მან დემოკრატია მოითხოვა.
„ქართველ ოლიგარქებს პაატა ბურჭულაძის ხმის ეშინიათ. რატომ? იმიტომ, რომ მან თავისუფლება და დემოკრატია მოითხოვა. ის 71 წლის არის. სხვათა შორის, ის ასევე, ავსტრიის მოქალაქეც არის. საქართველოში ახალგაზრდებიც და ასაკოვანი მოსახლეობაც ქუჩებში გამოდიან, საქართველოსა და ევროპის დროშებს აფრიალებენ. ეს ამ ერის სიმამაცის დიდებული გამოვლინებაა“, - განაცხადა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა.
მისი თქმით, „ადრე თუ გვიან რუსეთის მარიონეტული რეჟიმები ეცემიან“.
„ჩვენ ვიცით, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის მარიონეტული რეჟიმები ეცემიან. ეს უკვე ვნახეთ უნგრეთში, სერბეთსა და სირიაში, სადაც მოსკოვის მარიონეტები ერთმანეთის მიყოლებით დაეცნენ. ამიტომ, მოდით, მივიღოთ ეს რეზოლუცია და მოვითხოვოთ პაატას დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, - აღნიშნა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…