პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შალამბერიძე ევროპარლამენტის ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციის პროექტებზე: ამას ყველაზე არასერიოზულ რეზოლუციას დავარქმევდი - ფაქტები დამახინჯებულად აქვთ მოყვანილი და ჯიუტად განაგრძობენ მტკიცებას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან

დეპუტატი ზვიად შალამბერიძე ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტებს „ყველაზე არასერიოზულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მათში ფაქტები დამახინჯებულია და ჯიუტად ამტკიცებენ საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას.

შალამბერიძე ევროპარლამენტის ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციის პროექტებზე: ამას ყველაზე არასერიოზულ რეზოლუციას დავარქმევდი - ფაქტები დამახინჯებულად აქვთ მოყვანილი და ჯიუტად განაგრძობენ მტკიცებას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან
იმედინიუსი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტის ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ ცალ-ცალკე მომზადებულ რეზოლუციის პროექტებზე ისაუბრა.

შალამბერიძემ პროექტებს ყველაზე არასერიოზული უწოდა.

„ევროპარლამენტში უკვე იმდენი რეზოლუცია მიიღეს, რომ ამის სერიოზულად აღქმა აღარ შეიძლება. ყველა სხვა რეზოლუციასთან შედარებით, მე ამას ყველაზე არასერიოზულ რეზოლუციას დავარქმევდი ევროპარლამენტის მიერ მიღებულს. ფაქტები დამახინჯებულად აქვთ მოყვანილი და ჯიუტად განაგრძობენ იმის მტკიცებას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან.

როგორც ევროპარლამენტმა, ისე ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურამ და ევროკავშირის ელჩმაც აღიაროს და დაგმოს ის ძალადობრივი ნაბიჯები, რასაც ისინი ვითომ მშვიდობიან დამხობას უწოდებენ. მსოფლიომ ნახა კადრები, როგორი იყო „მშვიდობიანი დამხობა“. ეს რეზოლუციები თავიდან ბოლომდე სიმართლისგან დაცლილია“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ მორიგი დებატები გაიმართება. ისევ ინიცირებულია რეზოლუციის პროექტები ე.წ პოლიტიკურ პატიმრებზე, ისევ ითხოვენ ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვა გაიმართება - დოკუმენტი პაატა ბურჭულაძეს, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებს და ადამიანის უფლებებს ეხებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები