რეალურად, საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, არსებობს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, თავი დაიძვრინოს პასუხისმგებლობისაგან - გია ვოლსკი
გია ვოლსკის მტკიცებით, საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს და რეალურად მოქმედებს „რევოლუციური კომიტეტი“, რომელიც პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს. საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება.

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს განახლდება.
რიგით მე-18 სხდომაზე კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დასვამენ კითხვებს, რის შემდეგაც მოსარჩელე მხარეს სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიმართავენ.
წინა სხდომებზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა შეკითხვების უმეტესობა დღის წესრიგიდან მოხსნა, რადგან მიიჩნია, რომ ისინი სასამართლო ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს.
"რეალურად, საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. არსებობს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, თავი დაიძვრინოს პასუხისმგებლობისაგან.
ისიც უნდა გავახსენოთ, 2012 წლის შემდეგ არაერთი ადამიანი, მათ შორის ლიდერები, მიეცნენ პასუხისგებაში იმ სადისტური სისტემის გამო, რომელიც შექმნეს.
რეალურად, ვხედავთ იმასაც, რომ არ შენელებულა ეს გააფთრებული შეტევა ქვეყნის სტაბილურობაზე, განვითარების პერსპექტივაზე, ჩვენს ყოველდღიურობასა და მომავალზე, არათუ არ შეჩერებულა, არამედ ბოლო წლებში განსაკუთრებით გააფთრებული ხასიათი მიიღო", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, პარტიების აკრძალვის მოთხოვნის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…