პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა, სადაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობა, „შუა დერეფანი“ და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა
რუსთავი 2

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების, პოლიტიკური დიალოგის, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გაცვლისა და რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების თვალსაზრისით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. აღინიშნა, რომ მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება საერთო ინტერესს წარმოადგენს. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა და რეგიონული დიალოგის ერთგულება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საერთო ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მიმართულებით ერთობლივ ძალისხმევაზე. ხაზი გაესვა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობასა და სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელებას.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის სამმხრივ ფორმატზე, რომელიც რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას ემსახურება.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიბოჭორიშვილი ალიევს შეხვდა – რა თემები განიხილეს
  2. იმედინიუსისამთავრობოაზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა რეგიონული საკითხებისადმი ინკლუზიური მიდგომის შენარჩუნების მნიშვნელობას - ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევით განვითარებული შუა დერეფანი უკვე ფუნქციონირებს და ამ მარშრუტზე ტვირთბრუნვა კვლავაც იზრდება
  3. POSTVსამთავრობოაზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა რეგიონული საკითხებისადმი ინკლუზიური მიდგომის შენარჩუნების მნიშვნელობას – ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევით განვითარებული შუა დერეფანი უკვე ფუნქციონირებს და ამ მარშრუტზე ტვირთბრუნვა კვლავაც იზრდება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტზე: ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა და ფასი დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები