პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზვიად შალამბერიძე ლავროვის განცხადებაზე: ჩვენს ხელისუფლებას ღიად აქვს გაცხადებული, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების გზა არის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი, შესაბამისად როდესაც მშვიდობიანი დაბრუნების გზებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა რუსეთთან დიალოგის გარეშე ვერანაირ ნაბიჯს წინ ვერ გადავდგამთ

ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ტერიტორიების მშვიდობიანი დაბრუნებისთვის რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, თუმცა 20%-ის ოკუპაციის პირობებში დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება.

ზვიად შალამბერიძე ლავროვის განცხადებაზე: ჩვენს ხელისუფლებას ღიად აქვს გაცხადებული, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების გზა არის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი, შესაბამისად როდესაც მშვიდობიანი დაბრუნების გზებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა რუსეთთან დიალოგის გარეშე ვერანაირ ნაბიჯს წინ ვერ გადავდგამთ
იმედინიუსი

ჩვენს ხელისუფლებას ღიად აქვს გაცხადებული, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების გზა არის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი, შესაბამისად როდესაც მშვიდობიანი დაბრუნების გზებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა რუსეთთან დიალოგის გარეშე ვერანაირ ნაბიჯს წინ ვერ გადავდგამთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ სერგეი ლავროვის განცხადების შეფასებისას.

მისივე თქმით, ნებისმიერი შეხვედრა ორ მხარეს შორის ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სფეროს გაუმჯობესებას.

„ერთობლივად ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი დროებით დაკარგული ტერიტორიები. მანამ, სანამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ გვექნება.

ნებისმიერ შემთხვევაში იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ ამ ურთიერთობებში, აუცილებელია დიალოგი და მივესალმები თუ ეს დიალოგი კიდევ უფრო ხშირი იქნება, ვიდრე დღევანდელ დღემდე გვქონდა ამ წლების განმავლობაში“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სერგეი ლავროვი - დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით და მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ არ უნდა ეშინოდეთ რუსეთთან კონტაქტებისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები