პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„სახეზეა სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული“ – რას წერს ღარიბაშვილი ახალ წერილში

საქართველოს პროკურატურა

პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მასზე ციხეში შანტაჟი და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო პროკურატურა გამოძიების დაწყების ნაცვლად საქმეს „გასაუბრებით“ ანაცვლებს. მისი მტკიცებით, სახეზეა სახელმწიფო დონეზე ჩადენილი სისტემური დანაშაული.

„სახეზეა სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული“ – რას წერს ღარიბაშვილი ახალ წერილში
ბათუმელები

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილი მის ფეისბუქზე დღეს, 25 ნოემბერს გამოქვეყნდა.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ წერილს, რომელიც ღარიბაშვილის ფეისბუქის ვერიფიცირებულ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ხელისუფლების მიერ ციხეში პროკურორების „გასაუბრების“ მიზნით შემოგზავნა და გამოძიების დაწყებაზე უარის თქმა წარმოადგენს ჩემს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური, რეპრესიული და პუნქტობრივად ინსცენირებული პროცესის კიდევ ერთ კლასიკურ სამართლებრივ დასტურს.

ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავად არის რეპრესიული მანქანის მმართველი და ამიტომ საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოძიებას ვერ დაიწყებდა, ამავდროულად, ობიექტური გამოძიება პირდაპირ ურტყამდა და აცამტვერებდა ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას ე.წ. „გასაუბრებასთან“ დაკავშირებით, საზოგადოებისთვის მსურს განვმარტო, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტიტუციური მანიპულაცია და ფორმალური მიდგომა. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით, წამების ან უფლებების სერიოზული დარღვევის ფაქტზე სახელმწიფოს აკისრია გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების პოზიტიური და შეუქცევადი ვალდებულება.

პროკურატურის მცდელობა, კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებები და ოფიციალური გამოძიება გაურკვეველი ფორმატის „გასაუბრებით“ ჩაენაცვლებინა, სრული სამართლებრივი აბსურდია, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი „გასაუბრებას“ საპროცესო მოქმედებად არ ითვალისწინებს. მას არ აქვს იურიდიული ძალა, არ იძლევა მტკიცებულებათა მოპოვების, დოკუმენტირებისა და საქმეზე დართვის გარანტიას და ემსახურება ერთადერთ მიზანს – შექმნას ილუზია, თითქოს უწყება „ინტერესდებოდა“ ფაქტით.

სწორედ ამიტომ ციხეში პროკურორების შემოგზავნა „გასაუბრებისთვის“ ემსახურებოდა არა ჭეშმარიტების დადგენას, არამედ მანიპულაციასა და პროპაგანდისტულ მანევრს იმის სათქმელად, რომ „პროკურატურა შეეცადა ღარიბაშვილთან გასაუბრებას, მაგრამ მან უარი განაცხადა“.

ეს კლასიკური პოლიტიკური პროპაგანდისტული ხაფანგია. კერძოდ, მსხვერპლს აბრალებენ თანამშრომლობაზე უარის თქმას, რათა შემდეგ ოფიციალურად განაცხადონ, რომ „ჩვენ ვცადეთ გამოძიება, მაგრამ თავად არ ითანამშრომლა“.

ამ დროს ჩვენ უარი ვთქვით „გასაუბრებაზე“ და მოვითხოვეთ ოფიციალური გამოძიების დაწყება. ეს იმავე დღეს პროკურატურაში ოფიციალური განცხადების შეტანით დავადასტურეთ. განცხადებაში გარკვევით დავწერე, რომ მზად ვიყავი დეტალური ჩვენების მისაცემად და სათანადო მტკიცებულებების წარმოსადგენად.

პროკურატურის განცხადებაში მკაფიოდ გამოჩნდა მტკიცებულებათა შეფასების ორმაგი სტანდარტი. პროკურატურამ განაცხადა, რომ ჩემი და ადვოკატის განცხადებები „ზოგადი იყო და არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს“. ამავე დროს, თავად პროკურატურა ჩემს წინააღმდეგ შეკერილ ქრთამის საქმეს აფუძნებს საპროცესო გარიგებით „ნაყიდი“ ორი მოწმის (მძევლების) აბსოლუტურად ჰაერიდან აღებულ ზოგად სიტყვებს, რომლებსაც მატერიალური კვალი არ ამყარებს, ხოლო ციხეში ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზე გამოძიების დაწყებაზე უარს აცხადებს.

ეს აჩვენებს მართლმსაჯულების სრულ შერჩევითობასა და მანიპულაციურ ბუნებას.

დასკვნის სახით კიდევ ერთხელ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის სისტემური დანაშაული, როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ, ხოლო ხელისუფლება რეაგირების ნაცვლად ამ პროცესს მფარველობს, სახეზეა სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი ღარიბაშვილი - სისტემური დანაშაულია, როცა ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ - სახეზეა სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული
  2. BM.GEოპოზიციურიირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მე-11 წერილს ავრცელებს
  3. TV პირველიოპოზიციურიღარიბაშვილი პროკურატურას კლასიკური პროპაგანდისტული მეთოდებით ბრძოლაში ადანაშაულებს
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წერილს აქვეყნებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები