სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი უსაფრთხოა მთელ მსოფლიოში - ირაკლი ზარქუა
დეპუტატ ირაკლი ზარქუას განცხადებით, სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენა დახურულ ფორმატში გაიმართა.

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენა დასრულდა. დეპუტატებმა თამაზ ბორაშვილისგან დახურულ ფორმატში მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე.
საკანონმდებლო ორგანოს წევრები, მოსმენის დასრულების შემდეგ, უკვე მედიასთან აფასებენ 2025 წლის ანგარიშს.
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგად, საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მთელ მსოფლიოში.
"მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ თამაზს, ღირსეული, კვალიფიციური ადამიანია. ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას. ასევე ისაუბრა, თუ როგორ ხდება პრევენცია.
კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო მთელს სამსახურს, რადგან მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი უსაფრთხო მთელ მსოფლიოში და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ.
დახურული ფორმატით წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი. იყო არგუმენტირებული პასუხები და გამოწვევებზე სათანადო რეაგირება", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…